"თუ გინდა ეკონომიკური განვითარება მიიღო, ადამიანს თევზი კი არ უნდა მისცე, რომელსაც შეჭამს და ისევ მოშივდება, არამედ ანკესი უნდა მისცე" - გია ხუხაშვილი
თუ გინდა გრძელვადიანი, ნორმალური ეკონომიკური განვითარება მიიღო და ადამიანიც კმაყოფილი გყავდეს მუდმივად, თევზი კი არ უნდა მისცე, რომელსაც შეჭამს და ისევ მოშივდება, არამედ ანკესი უნდა მისცე, ეკონომიკა აამუშავო, - ასე შეაფასა ექსპერტმა გია ხუხაშვილმა მთავრობის ანტიკრიზისული სოციალური მხარდაჭერის მესამე ეტაპი.
როგორც ის ამბობს, სახელმწიფოს მხრიდან სოციალური დახმარება სამართლებრივ ენაზე ამომრჩევლის მოსყიდვად ვერ ჩაითვლება, თუმცა, ხუხაშვილი იმასაც არ გამორიცხავს, რომ ეს დახმარების პაკეტი პოლიტიკურად იყოს მოტივირებული.
"როცა ქვეყანაში ტოტალური გაჭირვებაა, კონსტიტუციური ვალდებულებაც კია ხელისუფლების, რომ სერიოზული სოციალური პაკეტები შექმნას და ადამიანებს დაეხმაროს. მე არ მგონია სახელმწიფოს მხრიდან დახმარება სამართლებრივ ენაზე გადაითარგმნოს როგორც მოსყიდვა. თუმცა, მე იმას არ გამოვირცხავ რომ ეს ყველაფერი პოლიტიკურადაა მოტივირებული. ამ ქვეყნის მოქალაქეებს მორალური უფლება არ გვაქვს, ვისაუბროთ იმაზე, რომ გაჭირვებულ ადამიანს არ დაეხმაროს ვიღაცა. პრობლემა სხვა რამეშია, როცა ამხელა თანხა გამოდის ბაზარზე და არ არის ეკონომიკური ზრდით გამაგრებული, პირიქით, კიდევ ეკონომიკური ვარდნა გვაქვს ქვეყანაში, ეს ინფლაციურ პროცესებს სერიოზულ ბიძგს მისცემს ანუ ის ადამიანი, ვისაც დღეს დაეხმარება, საშუალოვადიან პერიოდში უფრო გაღარიბდება. მისი შემოსავლები კიდევ უფრო დაიკლებს სამომხმარებლო კალათასთან მიმართებით ანუ საშუალო სტატისტიკური ქართველი კიდევ უფრო გაღარიბდება და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი სწორედ ეს დახმარება იქნება", - განაცხადა ხუხაშვილმა.
მისივე თქმით, დღეს ხელისუფლების ამოცანაა, ოქტომბრის არჩევნების გადაგორება.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
