„ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ილუზია, რომ მარტო მოვა ხელისუფლებაში, თუმცა ეს ვერ მოხდება" - ბოკერია
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას შეფასებით, "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს ილუზია, რომ მარტო მოვა ხელისუფლებაში, თუმცა "ეს ვერ მოხდება".
როგორც ბოკერიამ "პალიტრანიუსის" გადაცემა "დღის ნიუსრუმში" განაცხადა, "ნაციონალურმა მოძრაობამ" "მძიმე შეცდომა დაუშვა", როდესაც უარი თქვა რეგიონებში საერთო მაჟორიატრების კანდიდატების დაყენებაზე.
"თბილისის შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმებაა. "ევროპული საქართველო" ვთვლით, რომ რეგიონებში, საკვანძო ოლქებში, შეთანხმება იქნებოდა სწორი იმიტომ, რომ ეს შეამცირდება იმის რისკებს, თუ როგორ მოიქცევა ივანიშვილისნაირი არასტაბილური რეჟიმი პირველი ტურიდან მეორე ტურამდე და რამდენ შარში გახვევს ქვეყანას. ეს ივანიშვილს ძალაუფლებას ვერ შეუნარჩუნებს. ყველა შემთხვევაში ის დამარცხდება, ოღონდ არის უფრო სარისკო სცენარები და ნაკლებად სარისკო და ამიტომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" მძიმე შეცდომა დაუშვა, ამას ამომრჩეველი შეაფასებს, როცა ასეთ გონივრულ შეთავაზებაზე თქვა უარი იმ ილუზიით, რომ ისინი მარტო მოვლენ ხელისუფლებაში.
ვერ მოვლენ მარტო, ეგ ვერ მოხდება. სამწუხაროა, ეს გადაწყვეტილება რომ მიიღეს, მაგრამ ჩვენ სხვა ოპოზიციურ პარტიებან გვაქვს კონსულტაციები", - აღნიშნა ბოკერიამ.
მისი თქმით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" "ვარდების რევოლუციის" პრინციპებს გადაუხვია.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
