"გადაგდებაცაა და გადაგდებაც... ნაციონალებმა გადაგდებაში ყველას აჯობეს“
"ერთ-ერთი დიდი კოზირი, თავის ჭკუაში, "ნაციონალებს" ის ჰქონდათ, რომ ივანიშვილმა ყველა გადააგდოო, მაგრამ თვითონ ისეთი „ჩაუტარეს" თავის უახლოეს პარტნიორებს, რომ შეიძლება დიდმა ნაწილმა საერთოდ ვერ მიაღწიოს პარლამენტამდე.
გადაგდებაცაა და გადაგდებაც, ყველას აჯობეს გადაგდებაში" - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით ოპოზიციაში შექმნილ უთანხმოებას”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "გადაგდებაცაა და გადაგდებაც... ნაციონალებმა გადაგდებაში ყველას აჯობეს“
“ნაციონალური მოძრაობა" რეგიონებში ოპოზიციასთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებს, 22-ივე ოლქში საკუთარ კანდიდატს წარადგენს და დარწმუნებულნი არიან, ეს არის გამარჯვების მთავარი ფორმულა. „ევროპული საქართველო" საჯაროდ სთავაზობს „ნაციონალურ მოძრაობას", რომ ოპოზიციის მხრიდან შეთავაზებული ვარიანტები განიხილოს და შეჯერდნენ ერთიან მაჟორიტარ კანდიდატებზე. გიგა ბოკერიას თქმით, "ევროპული საქართველო" "ნაციონალებს" დიდ ქალაქებში კანდიდატებს უთმობს, სანაცვლოდ კი 4 ოლქში მათ მხარდაჭერას ითხოვს”, - აღნიშნავს გამოცემა.
"ყველა პარტია ზომავს თავის რეიტინგებს, როგორც ჩანს „ნაციონალებმა" ნახეს, რომ არც ისე ბევრი ხმები აქვთ და არ უნდათ სხვებს გაუნაწილონ. აქედან მოდის მათი სიძუნწე და ხელმომჭირნეობა. ეს გაუთავებელი იწილო-ბიწილო, თქვენ არ დააყენოთ, ჩვენ დავაყენებთო, პატარა პარტიებისთვის არის ცუდი, რადგან ბედის ანაბარა რჩებიან. ერთ-ერთი დიდი კოზირი, თავის ჭკუაში, „ნაციონალებს" ის ჰქონდათ, რომ ივანიშვილმა ყველა გადააგდოო, ამაზე ააგეს მთელი თავისი პოლიტიკა, მაგრამ ახლა ისეთი „ჩაუტარეს" უახლოეს პარტნიორებს, რომ შეიძლება დიდმა ნაწილმა საერთოდ ვერ მიაღწიოს პარლამენტამდე. თავიდანაც გვერდში იმიტომ დაიყენეს, რომ საზოგადოებაში შეექმნათ განცდა, რომ ოპოზიცია მარტო „ნაციონალური მოძრაობა" არ არის, მაგრამ როგორც ჩანს, დასახულ მიზანს მაინც ვერ გაართვეს თავი, დაუნდობელი ნაბიჯი გადადგეს, არადა სჯობდა პირდაპირ ეთქვათ, არ გვინდა ჩვენი ხმები მოგცეთო. დემოკრატია ხომ საკუთრების უფლებას იცავს, ჰოდა მათი მხრიდან ეს იქნებოდა „დემოკრატიული ნაბიჯი", - განაგრძობს გამოცემა.
"რბილი ფორმულირება რომ შევარჩიოთ, "ნაციონალური მოძრაობა" არარაციონალური პარტია გახდა. მართალია, ვხედავთ მათ უკრაინელ გენერატორს, მაგრამ პიარ გუნდი აღარ ჰყავთ, სწორი ანალიზი რომ გააკეთონ, მარტო სურვილებს იძახიან, რომ ეს მთავრობა უნდა შეცვალონ, მაგრამ როგორ? გეგმა არ აქვთ. მეორე ტურიო რომ გაიძახიან, არა მგონია, რომ მეორე ტური მათთვის მომგებიანი იყოს, რადგან ამ 8 წლის განმავლობაში, ყოველთვის ტარდებოდა მეორე ტურები და "ნაციონალების" ხელისუფლებაში დარუნების ფაქტორით, საზოგადოება ხმას "ოცნებას" აძლევდა. მხარდამჭერებიც იმიტომ არიან გულგატეხილები, რომ ხვდებიან, საყვარელი პარტია არალოგიკურად იქცევა. "ოცნებას" კი გეზი აქვს აღებული, რომ მანდატების საკმარისი რაოდენობა აიღოს და მთავრობაც თვითონ ჩამოაყალიბოს. ჯერ-ჯერობით ამ მიზნის მიღწევის შანსი ნამდვილად აქვს," - განაცხადა "რეზონანსთან" რამაზ საყვარელიძემ", - წერს სტატიის ავტორი.
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
