"ეს არის მონსტრებისა და"ჩმორების“ კორპორაცია" - გიგი უგულავა
ეს განაჩენი, რომელიც დღეს ჩვენ ამ ჭილობში გამოხვეული მოსამართლისგან მოვისმინეთ, 18 ნოემბერსვე იყო ცხადი, როცა გიორგი რურუა უკანონოდ დააპატიმრეს, - ამის შესახებ"ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებს, "მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუას მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელ განაჩენთან დაკავშირებით განუცხადა.
მისივე თქმით, ეს სასამართლო არ არის,"ეს არის მონსტრების კორპორაცია“.
„ივანიშვილმა მთელი სასამართლო საჯიჯგნად ხელში თავის ყმას, მურუსიძეს ჩაუგდო. აბოსლუტურად უსამართლო, დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებაა. რაც მთავარია, მერე ნუ გვიკვირს, რატომ არის ასეთი ტოტალური უნდობლობა გამოძიების მიმართ."ქართულ ოცნებას“, როცა ხელისუფლებაში მოვიდა, ერთადერთი რამ ჰქონდა გასაკეთებელი, გაეუმჯობესებინა მართლმსაჯულება. დღეს ჩვენ საბოლოოდ ვხედავთ, რომ სასამართლო არის ცარიელი კედლები, შიგნით მოკალათებულია კორუმპირებული"ჩმორი“ მოსამართლეებით. რას ველოდით ამ მოსამართლისგან? ეს არის მონსტრებისა და"ჩმორების“ კორპორაცია. დიდი დრო არ აქვთ დარჩენილი, ავგიას თავლაა და გამოიწმინდება ეს ყველაფერი.
საქართველო წინ და უკან ტრიალებს ერთსა და იმავე წრეზე, ხელისუფლებები იცვლება და ეს მონსტრები კიდევ უფრო მეტად ძლიერდებიან, ადამიანის სისხლით ივსებიან. ამ მოსამართლეების კინწისკვრით, პანჩურებით გამოყრას ძალიან მალე ნახავს ქართველი ხალხი. შეიძლება ჩვენ ბევრ რამეზე ვიკამათოთ, მაგრამ სრული თანხმობაა ამაზე, რომ ქეჩოში უნდა მოკიდო და ცხვირპირით გამოათრიო ეს მართლა მონსტრების კორპორაცია,“ - განაცხადა გიგი უგულავამ.
მისივე თქმით, მათი გეგმაა არჩევნებზე"ქართული ოცნების“ დამარცხება.
„თევზი თავიდან ყროლდება, სამწუხაროდ ჩვენი ქვეყანა სოლოლაკის სასახლიდან აყროლდა. ამ ყროლის თავი და წყარო არის ბიძინა ივანიშვილი. სანამ ის იქნება ხლეისუფლებაში და სანამ ეს"ჩმორების“ კორპორაცია იქნება, სამართალს ჩვეულებრივია ადამიანი ვერ იპოვის. გულის ამრევია ყველა ის ადამიანი, რომელიც დღევანდელ ვითომ ჩადებულ იარაღზე საუბრობს 20-30 წლის წინანდელი ისტორიით. თუ რამე უნდოდა, 8 წელია ხელისუფლებაშია და ექნა. ან რამე ბრალი წაეყენებინა, როცა დასჭირდა მაშინ ჩაუდეს იარაღი. ძალიან მწარედ ინანებს,“ - განაცხადა გიგი უგულავამ.
სიახლეები
- “აუცილებლად ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ დღეს ომი მიდის იმისთვის, რათა საქართველოში ხელისუფლება შეიცვალოს და მოვიდეს მარიონეტული ჯგუფი, რომელიც შეასრულებს გარედან მიღებულ დავალებებს” - გიორგი ვოლსკი
- ,,მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს” – გარემოს სააგენტო
- დღეს დიდგორობაა
- “საჭიროა ქვეყნის განვითარება, მეტი სიკეთე ქალაქებს და ჩვენს სოფლებს” - კახა კალაძე
- “"ომი საქართველომ დაიწყო", ნათქვამი დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ, ერთადერთი შანსია, საქმე რუსეთის სასარგებლოდ შემობრუნდეს - არ გამოვრიცხავ, რომ ჰააგის სასამართლოს საქმის შეწყვეტის მოთხოვნით მიმართონ” - ნიკა გვარამია