"რომელიმე პირობა შეასრულა დამსხვრეული ოცნებების პარტიამ? უფრო გავღარიბდით, უფრო გვშია" - ვაშაძე
"დამასხვრეული ოცნებების პარტიის მმართველობის 8 წლის შედეგად, საქართველო არის უმძიმეს ვითარებაში" - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება " "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
გიორგი ვაშაძემ კოალიცია "ძალა ერთობაშია" დატოვა.
"საქართველო იმყოფება უმძიმეს ვითარებაში, მილიონზე მეტი ადამიანი ყოველდღე ებრძვის სიღარიბეს და შიმშილს. ასობით ათასი ადამიანი არის უმუშევარი, ახალგაზრდები საქართველოში საკუთარ მომავალს ვერ ხედავენ, პენსიონრები უსამართლოდ მაღალ პროცენტს იხდიან ძვირიანი წამლების შესაძენად აღებული სესხისთვის. ყველაფერ ამაში დამნაშავეა დამასხვრეული ოცნებების პარტია. დამასხვრეული ოცნებების პარტიის მმართველობის 8 წლის შედეგად, საქართველო არის უმძიმეს ვითარებაში. მე მინდა, კითხვა დავუსვა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ვცხოვრობთ ჩვენ უკეთესად, ვიდრე 8 წლის წინ ვცხოვრობდით? შეასრულა რომელიმე პირობა დამსხვრეული ოცნებების პარტიამ?! რა გააკეთეს ამ პერიოდის განმავლობაში?! უფრო გავღარიბდით, უფრო გვშია, 45 ათასით შემცირდა ბოლო 4 წლის მანძილზე კერძო სექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობა. ამას ვამბობ კორონავირუსამდე პერიოდამდე. შესაბამისად, დღეს გადამწყვეტი მომენტია, რომ 31 ოქტომბერს გაიმარჯვოს საქართველოს მოქალაქეებმა", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მან ახალ პოლიტიკურ პლატფორმაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ახალი პოლიტიკური გაერთიანების შექმის შესახებ, სადაც გიორგი ვაშაძე, თაკო ჩარკვიანი და "სტრატეგია აღმაშენებლის" ექსპერტები იქნებიან პოლიტიკური პარტნიორებისთვის ცნობილია.
"ყველა პარტნიორს ვესაუბრეთ, ისინი ინფორმირებულები არიან. პირველი, საერთო ფრონტის შენარჩუნება გვჭირდება. ეს არის არჩევნების გაყალბების პრევენციის მიზანი და მაჟორიტარებში თანამშრომლობა, სადაც ეს მოხერხდება. არცერთი ოპოზიციური ხმა არ უნდა დაიკარგოს," - განაცხდა გიორგი ვაშაძემ.
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
