თუ პრეზიდენტის მიმართ განხორციელდება დისკრიმინაცია, რეაგირება გვქნება - სახალხო დამცველი
საქართველოს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, თუ სალომე ზურაბიშვილის მიმართ განხორციელდება დისკრიმინაცია გენდერული ნიშნით, ამაზე სახალხო დამცველის აპარატს აუცილებლად ექნება რეაგირება.
აღნიშნულით ლომჯარია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხდებას გამოეხმაურა.
ლომჯარიას თქმით, საზოგადოების მხრიდან კრიტიკა თანამდებობის პირისთვის ვალდებულების შემადგენელი ნაწილია და აღნიშნულ პირებს თმენის ვალდებულება აქვთ.
„თუკი სალომე ზურაბიშვილი როგორც პრეზიდენტი, ან უმაღლესი მთავარსარდალი, დაექვემდებარება დისკრიმინაციას გენდერული ნიშნით ან მის მიმართ გაკეთდება ისეთი განცხადებები, რაც შეიცავს დისკრიმინაციის წახალისებას გენდერული თუ სხვა ნიშნით, ამასთან დაკავშირებით სახალხო დამცველს აუცილებლად ექნება რეაგირება, ისევე როგორც ვახდენთ და მოგვიხდენია რეაგირება მათ შორის მოქმედი თანამდებობის პირების მიმართ გაკეთებულ განცხადებებზე. რაც შეეხება იმას, რომ ზოგადად თანამდებობის პირები, ხშირ შემთხვევაში, ამ ქვეყანაში ვექვემდებარებით ძალიან მკაცრ კრიტიკას, აგრესიულ განცხადებებს და ა.შ. - ეს არის ჩვენი ვალდებულების შემადგენელი ნაწილი. ჩვენ გვაქვს თმენის ვალდებულება და შესაბამისად, ვფიქრობ, რომ შეიძლება მისთვის არ არის სასიამოვნო ესა თუ ის შეფასებები და კრიტიკა, მაგრამ ეს არის საჯარო პირის თმენის ვალდებულების შემადგენელი ნაწილი“, - განაცხადა ლომჯარიამ.
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
