"ციხის ჩანახატების პატარა ნაწილს შემოგთავაზებთ, 1000 დაჯღანული სმაილის შემთხვევაში აღარ გავაგრძელებ"
პარტია "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი "ფეისბუკის" გვერდზე წერს, რომ ციხის ჩანახატებს გაასაჯაროვებს:
"სანამ საარჩევნო კამპანია გახურდება და ჩამითრევს, ხვალ დილიდან ციხის ჩანახატების პატარა ნაწილს შემოგთავაზებთ. ტექსტი დიდი იქნება. თუ არ დაიზარებთ და წაიკითხავთ, 500 მოწონების შემთხვევაში გაგრძელებებს შემოგთავაზებთ, 1000 დაჯღანული სმაილის შემთხვევაში აღარ გავაგრძელებ" - წერს პოლიტიკოსი.
ინფორმაციისთვის, ირაკლი ოქრუაშვილი 2020 წლის 14 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 20 ივნისის საქმეზე დამნაშავედ ცნო და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ირაკლი ოქრუაშვილი ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის ნაწილში გამართლდა, თუმცა, ის ჯგუფური ძალადობის მონაწილეობაში დამნაშავედ ცნეს. იგი პრეზიდენტმა გიგი უგულავასთან ერთად 2020 წლის 15 მაისს შეიწყალა.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
