"ქალები კვოტირების გარეშეც დაიკავებენ კუთვნილ ადგილს" - ხაზარაძე
“ვიმედოვნებ, რომ სამომავლოდ აღარ დაგვჭირდება კვოტირება და ქალები ისედაც დაიკავებენ თავიანთ კუთვნილ ადგილს, როგორც პოლიტიკაში, ასევე სხვა თანამდებობაზე”, - ამის შესახებ პარტია “ლელო საქართველოსთვის” თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.
მან დღეს კრწანისის რაიონული ორგანიზაციის ქალი წევრები წარადგინა.
“ლელოს” ლიდერის თქმით, მათი პარტია ორიენტირებულია იმ საკითხზე, რომ საზოგადოებაში ქალთა ინტეგრირება მოხდეს.
“მივესალმები პარლამენტის გადაწყვეტილებას, მაგრამ ჩვენს პარტიაში შინაგანად მაინც ერთ აზრზე ვართ, რომ კვოტირება არ არის მისაღები, რადგან ეს უკვე დისკრიმინაციაა, როდესაც ქალს შეუძლია მართოს ისეთი დიდი საქმეები, რასაც მართავენ და მე ეს ვიცი ჩემი და ბადრის გაკეთებული ბიზნესიდან. იქ ქალები იყვენენ შეუცვლელები. აი, ამ პრინციპით უნდა მოდიოდნენ სათავეებში ჩვენი ქალბატონები და არა დაყოფისა და კვოტირების გზით, თუმცა ესეც წინ გადადგმული ნაბიჯია და ვიმედოვნებ, რომ მომავალში კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე ავალთ ამ მხრივ, აღარ დაგვჭირდება კვოტირება და ქალები ისედაც დაიკავებენ თავიანთ კუთვნილ ადგილს, როგორც პოლიტიკაში, ასევე სხვა სფეროებში”, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
