"ნაციონალური მოძრაობა მეტად პოპულისტური პარტიაა" - უგულავა
ჩემ დროს, ნაციონალური მოძრაობა, გაცილებით ნაკლებ პოპულისტური იყო, - ეს განცხადება "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ გააკეთა.
მისი თქმით, მთავარი განსხვავება "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ევროპულ საქართველოს" შორის ის არის, რომ "ევროპული საქართველო" არ არის პოპულისტური პარტია.
"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ პოლიტიკური წარსული ერთი გვაქვს, განსხვავებები ბევრია. პირველ რიგში, "ევროპული საქართველო" არ არის პოპულისტური პარტია, მაშინ, როცა ჩვენი კოლეგები, უარს არ ამბობენ პოპულიზმზე, როგორც მეთოდზე. ჩემ დროს, "ნაციონალური მოძრაობა" ნაკლებად პოპულისტური იყო, თუმცა, ჩვენ გვაქვს ბევრი საერთოც. ჩვენ, ვუჭერთ მხარს დაბალ გადასახადებს, მცირე მთავრობას, ვუჭერთ მხარს სასამართლოს უმაღლეს ინსტანციაში, უცხოელი მოსამართლეების შემოყვანას. სამწუხაროდ, ჩვენ მზარდი დემოკრატიის ქვეყანა ვართ და შესაბამისად, ინსტიტუტები სუსტია. ვერ ვიტყვი, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არ საუბრობს წარსულზე, თუმცა ჩვენ, გაცილებით ღიად ვსაუბრობთ იმ შეცდომებზე, რომლებიც გვქონდა" - განაცხადა გიგი უგულავამ.
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
