"საზღვრების გახსნა არ ხდება ღილაკზე თითის დაჭერით" - კარლ ჰარცელი
თუ როგორ გაიხსნება საზღვრები მოგზაურთათვის, ორივე მიმართულებით, კოლეგებმა ვიცით, რომ ეს არ არის უბრალოდ ღილაკზე თითის დაჭერა, ეს საკმაოდ დაძაბულ სამუშაოებს საჭიროებს, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა.
მისი თქმით, საზღვრების გახსნისთვის შრომატევადი, ინდივიდუალური სამუშაოებია ჩასატარებელი.
„ეს ყველაფერი როგორ განხორციელდება და როგორ გაიხსნება საზღვრები, ორივე მიმართულებით, ჩვენ ვიცით, რომ ეს არ არის პროცესი, სადაც, უბრალოდ თითქოს ღილაკს დააწვები და ეს ყველაფერი შესრულდება, ეს მოიცავს დაძაბულ სამუშაოს ევროკავშირის დონეზე ინდივიდიულურ წევრებთან, ევროკავშირის კომერციულ საჰაერო გადამზიდავებთან. ეს არის კომბინაცია სხვადასხვა მოთამაშეების, რომელთანაც საჭიროა მუშაობა, მაგრამ ამ უსაფრთხო სიაში ყოფნის პუნქტი არის საუკეთესო სასტარტო წერტილი, რომელიც საქართველოს შეიძლება გააჩნდეს. მე გილოცავთ, რომ მოხვდით უსაფრთხო სიაში და ველით დაძაბულ მუშაობას კოლეგებთან, რათა აქტიურად წავიდეთ წინ,“ - განაცხადა კარლ ჰარცელმა.
სიახლეები
- ,,ვახტანგ გომელაური ქიმიკოსი არ არის, რომ 2007 წელს შეძენილი ფხვნილი გადაემოწმებინა"- ირაკლი კობახიძე
- ზელენსკის თვითმფრინავს ირლანდიაში ვიზიტისას დრონები აედევნენ
- ისრაელს მომავალ წელს „ევროვიზიაში“ მონაწილეობის უფლება მიეცემა
- სომხეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს არქიეპისკოპოსი, რომელიც, სავარაუდოდ, სექს-სკანდალში ფიგურირებდა
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე დააკავეს
