"ვიცით, რით დასრულდა ამ ორი ადამიანის მოღვაწეობა საქართველოში" - კობახიძე
სააკაშვილისა და ადეიშვილის დროს სასამართლო გახდა რეკეტის, რეპრესიების, წამებისა და ზეწოლის ინსტრუმენტი, თუ ეს შედეგი უნდა ზელენსკის, მაშინ „საიმედო ხელშია“ უკრაინული მართლმსაჯულება, - ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ამ განცხადებით, კიევში, უკრაინის სასამართლო რეფორმის საკითხზე მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის მონაწილეობით გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ჩვენ უკრაინულ სახელმწიფოს უსურვებს, რომ არ განმეორდეს ის შედეგები, რაც ძალიან მძიმედ გვახსოვს მათი ცხრაწლიანი მოღვაწეობიდან საქართველოში.
"ჩვენ ვიცით, რით დასრულდა ამ ორი ადამიანის მოღვაწეობა განსაკუთრებით, მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით. ეს იყო მართლმსაჯულების სრული კონტროლი აღმასრულებელი ხელისუფლების, კონკრეტულად, იუსტიციის სამინისტროს მხრიდან და გარდა კონტროლისა, სასამართლო მაშინ გახდა რეკეტის, რეპრესიების, ადამიანების წამების და ადამიანებზე ზეწოლის ინსტრუმენტი. თუ ეს შედეგი უნდა ზელენსკის, ამ შემთხვევაში, "საიმედო ხელშია" უკრაინული მართლმსაჯულება. ჩვენ უკრაინულ სახელმწიფოს ვუსურვებთ, რომ არ განმეორდეს ის შედეგები, რაც ძალიან მძიმედ გვახსოვს ჩვენ მათი 9-წლიანი მოღვაწეობიდან საქართველოში“, - განაცხადა კობახიძემ.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
