"ბესელია "ნაცმოძრაობის" ღია ქომაგი გახდა "- ირაკლი კობახიძე
ჩვენ ვიცით, რომ ბესელია გახდა უკვე "ნაციონალური მოძრაობის" ძალიან ღია ქომაგი, მათ შორის, რურუასი, უგულავასი და სხვების, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც სასამართლოსთან დაკავშირებით ეკა ბესელიას მომზადებულ პროექტს გამოეხმაურა.
მისი თქმით, რეალურად სასამართლოში „კლანი“ არ არსებობს და პოლიტიკოსები და არასამთავრობო სექტორი, რომელიც ამაზე საუბრობს, სპეკულირებს.
"სასამართლოსთან დაკავშირებით დადგენილების პროექტი, ყველამ ვიცით, რომ არის სპეკულაციური პროექტი. ჩვენ ვიცით, რომ ბესელია გახდა უკვე "ნაციონალური მოძრაობის" ძალიან ღია ქომაგი, მათ შორის, რურუასი, უგულავასი და სხვების და ზოგადად იმ ადამიანების, რომლებიც ყველაზე მძიმედ არიან დაკავშირებული „ნაცმოძრაობის“ კრიმინალურ პოლიტიკურ წარსულთან, აქედან გამომდინარე, მისგან ბუნებრივია, არ გვიკვირს ასეთი სპეკულაციური დადგენილების ინიცირება,"- განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ ეკა ბესელიას მიერ მომზადებული პროექტი სასამართლოში არსებულ ვითარებას ეხება.
სიახლეები
- ქუთაისში WISE-WASTE პროექტის სასტარტო პრესკონფერენცია გაიმართა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 მაისიდან
- "ევროპარლამენტმა „იმედს“ საქმიანობა ერთი წლით აუკრძალა, მოლდოვამ კი, „იმედს“, „რუსთავი 2“-სა და „პოსტივის“ აკრედიტაციაზე უარი უთხრა"
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"
