პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს დღეს პირველი მოსმენით უყრის კენჭს
პარლამენტი რიგგარეშე სხდომაზე, დღეს საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით განიხილავს და კენჭს უყრის.
ცვლილებების პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემითა (120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული) და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. კანონპროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. კერძოდ, პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ შეძლებს.
რიგგარეშე სხდომაში მონაწილეობას მიიღებენ „ევროპული საქართველოს" წევრები. ამ ეტაპისთვის, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მხარდაჭერასთან დაკავშირებით თავიანთი პოზიცია დაფიქსირებული აქვთ: საპარლამენტო უმრავლესობას, ფრაქცია "დამოუკიდებელ დეპუტატებს", ფრაქცია "პატრიოტთა ალიანსსა" და უფრაქციო დეპუტატთა ნაწილს.
სიახლეები
- ქუთაისში WISE-WASTE პროექტის სასტარტო პრესკონფერენცია გაიმართა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 მაისიდან
- "ევროპარლამენტმა „იმედს“ საქმიანობა ერთი წლით აუკრძალა, მოლდოვამ კი, „იმედს“, „რუსთავი 2“-სა და „პოსტივის“ აკრედიტაციაზე უარი უთხრა"
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"
