"საქართველოში ყოველი არჩევნები უკეთესია, ვიდრე წინა" - აშშ-ის ელჩი
ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები, რომლებსაც ძალიან დიდი ყურადღება დაეთმობა,- ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა, პრემიერ-მინისტრისა და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ყოველი არჩევნები უკეთესია, ვიდრე წინა და საქართველოსთვის ეს არის შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ დაუდასტუროს მსოფლიოს საკუთარი პროგრესი.
„გვაქვს მნიშვნელოვანი კანონპროექტი, რომელიც დაკავშირებულია საარჩევნო სისტემის რეფორმასთან, რომელიც პარლამენტს გადაეგზავნა, ასევე საკონსტიტუციო ცვლილებები, როგორც საზოგადოებრივი განხილვის საგანი. ასე რომ, საქართველოსთვის ეს არის შესაძლებლობა, ჩაატაროს თავისუფალი, სანდო, სამართლიანი არჩევნები უჩვეულო გარემოებებში. რამდენადაც ვიცი, გადაწყვეტილება თარიღთან დაკავშირებით ჯერ არ მიუღიათ. უბრალოდ, მთავრობა განიხილავს ვარიანტებს იმ შემთხვევაში, თუკი დაიწყო მეორე ტალღა. ამას სხვა ქვეყნების მთავრობებიც აკეთებენ. ჩვენ ვცხოვრობთ უპრეცედენტო ეპოქაში. დარწმუნებული ვარ, უზრუნველყოფილი იქნება ამ არჩევნების სამართლიან გარემოში ჩატარება, რათა უზრუნველყოფილი იყოს ყველა ამომრჩევლის ხმის დაცვა. სწორედ ესაა მიზანი“, - განაცხადა აშშ-ის ელჩმა.
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
