"თავისუფლება მქონდა, მაგრამ შემდეგ ივანიშვილს აღარ მოეწონა რაღაცები" - კვირიკაშვილი
მე როცა ვიყავი პრემიერი საკმაოდ დიდი ხარისხის თავისუფლება მქონდა ბიძინა ივანიშვილისგან მოცემული რაღაც პერიოდში, მაგრამ რაღაც პერიოდში მას აღარ მოეწონა რაღაცეები – ამის შესახებ, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.
როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, ერთპიროვნული მმართველობა არსად არ არის დადებითი და ძალიან სწორი იქნება თუ შეიქმნება ისეთი კოალიცია, სადაც განსხვავებული აზრიც იქნება და აზრთა ჭიდილიც.
გავრცელებულ ინფორმაციას, დამოუკდებელი დეპუტატების პარტიასთან კონსულტაციების თაობაზე კვირიკაშვილი არ ადასტურებს და აცხადებს, რომ აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებას არ გეგმვას.
“პოლიტიკური კონსულტაციები არავისთან არ მაქვს. მაქვს მეგობრული შეხვედრები და მგონია, რომ ეს დამოუკიდებელი, მესამე მიმართულება არის ძალიან კარგი ქვეყნისთვის. ერთპიროვნული მმართველობა არსად არ არის დადებითი. ძალიან სწორი იქნება თუ შეიქმნება ისეთი კოალიცია, სადაც განსხვავებული აზრიც იქნება და აზრთა ჭიდილიც. დგება მომენტი, რომ რაღაც უნდა შეიცვალოს ამ ქვეყანაში.
მე როცა ვიყავი პრემიერი, საკმაოდ დიდი ხარისხის თავისუფლება მქონდა ბიძინა ივანიშვილისგან მოცემული, რაღაც პერიოდში, და რაღაც პერიოდში მას აღარ მოეწონა რაღაცეები, როგორც ყველამ იცის უკვე ყველაფერი, ის ჩაერია ძალიან აქტიურად უკვე და დაბრუნდა პოლიტიკაში. ახლა ძალიან ცდილობენ გააფორმონ, რომ მანამდე დაიქცა ქვეყანა და მერე გამოსწორდა ყველაფერი,” – განაცხადა კვირიკაშვილმა "ტვ პირველის" ეთერში.
რაც შეეხება "იუნისეფის" კვლევას, კვირიკაშვილის განცხადებით, მისი თანამდებობიდან გაშვების მიზეზად აღნიშნული კვლევის დასახელება "მთლად სერიოზული არ არის".
სიახლეები
- ,,ვახტანგ გომელაური ქიმიკოსი არ არის, რომ 2007 წელს შეძენილი ფხვნილი გადაემოწმებინა"- ირაკლი კობახიძე
- ზელენსკის თვითმფრინავს ირლანდიაში ვიზიტისას დრონები აედევნენ
- ისრაელს მომავალ წელს „ევროვიზიაში“ მონაწილეობის უფლება მიეცემა
- სომხეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს არქიეპისკოპოსი, რომელიც, სავარაუდოდ, სექს-სკანდალში ფიგურირებდა
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე დააკავეს
