"ოპოზიციაში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე საუბარი როგორც კი დაიწყეს, განხეთქილებაც იქვე წარმოიშვა" - მამუკა მდინარაძე
"ოპოზიციაში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე საუბარი როგორც კი დაიწყეს, განხეთქილებაც იქვე წარმოიშვა," - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა განაცხადა.
მამუკა მდინარაძის თქმით, ოპოზიციურ ძალებს შორის მოლაპარაკების პროცესში ვინც კი რაიმე თანამდებობაზე პრეტენზია გამოთქვა, მას თავად ოპოზიცია დაესხა თავს.
"ასე მოუვა გიგა ბოკერიასაც, მიუხედავად იმისა, რომ "ევროპულ საქართველოში" რეალური ლიდერი გიგა ბოკერიაა. ჩამოყალიბდნენ და მერე გავაკეთოთ ამასთან დაკავშირებით კომენტარები, თორემ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დღეს თუ ერთი ოდიოზური პოლიტიკოსი ეყოლებათ და ხვალ მეორე, ყოველ დღე ცოტა გაგვიჭირდება. ფაქტია, რომ ისინი ერთმანეთში ვეღარ ლაგდებიან, როგორც კი პარლამენტში ადგილების დანაწილება და ძალიან მნიშვნელოვან პოზიციებზე საუბარი დაიწყეს. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე საუბარი როგორც კი დაიწყეს, განხეთქილებაც იქვე წარმოიშვა," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
სიახლეები
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
- ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას
- ისრაელმა თეირანში იერიშის ახალი ტალღა დაიწყო
