"ამოვაღერღინე" ბოკერიას, რომ პრემიერის სკამი სურს" - თაკო ჩარკვიანი
სანამ არ „ამოვაღერღინე“ თავად ბოკერიას, რომ პრემიერის „სკამი “ თავად სურს, ვერ თუ არ გაიგო ზოგიერთმა, - ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართალის“ დამფუძნებელი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" წერს.
„სანამ ტალახის გუნდას გამოისვრის ადამიანი, დაფიქრდეს უნდა ცოტა, რადგან მართალი კაცი სულ გაიწევა, გაცილდება ტალახს (ბუნებრივია) თავისი სიმართლით და მსროლელები აღმოჩნდებიან თავიანთ ტალახთან ერთად ტალახში – აკი ვთქვი: მხოლოდ ნაღდი და გულწრფელი ვიქნები ბოლომდე-თქო, დღეს გამოფხიზლებულებს გაგიმარჯოთ (სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს). სანამ არ „ამოვაღერღინე“ თავად ბოკერიას, რომ პრემიერის „სკამი “ სურს თავად (რა დროს თანამდებობებზე საუბარიაო, რომ ამბობდა) მანამდე ვერ, თუ არ გაიგო „ზოგიერთმა“, ამიტომ ჩემი რჩევაა მეგობრული: საკუთარი თავის მიხედვით ნუ მსჯელობთ მხოლოდ (აი, თქვენ თავში რა აზრებიც, რა „შესაძლებლობებიც“ მოდის) იქნებ არიან ადამიანები, ვისაც მართლა გულწრფელად სჯერა ამ ქვეყნის მომავლის და არაგულწრფელობისგან და მზაკვრობისგან შორს არიან!!!! სტატუსი ეხება „ზოგიერთ ბრძენს“, ვისაც სწორი სტრატეგია თაღლითთან გარიგება ჰგონია! თაღლითი თაღლითად რჩება, შენ კი – თაღლითთან გარიგებულად – ანუ სულელად და მოტყუებულად“, - წერს თაკო ჩარკვიანი „ფეისბუქზე“.
სიახლეები
- აგვისტოს ომიდან 17 წელი გავიდა
- “აქამდე, რომ მოვედით სწორედ ჩვენი გმირი ხალხის, ჩვენი გმირი ჯარისკაცების, მეომრების დამსახურებაა” - მიხეილ ყაველაშვილი
- “რუსეთს აქვს უკანონოდ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების 20% და რა თქმა უნდა, არაფერი არ ამართლებს რუსეთის ქმედებას” - პრემიერი
- “წლების განმავლობაში აღნიშნავდნენ ომის დაწყებას 8 აგვისტოს და 10 წლის თავზე, უცებ გადაწყვიტეს, რომ არა 8 აგვისტოს, არამედ 7 აგვისტოს დაწყებულა ომი, 10 წელი არ იცოდნენ როდის დაიწყო ომი? უტიფრობა, ალოგიკურობა და სირცხვილია „ნაცობა”” - ირაკლი კობახიძე
- “ეს დღე არის ერთი მხრივ ჩვენი გმირების მოგონების და მეორე მხრივ, ჩვენს მომავალზე დაფიქრების დღე” - შალვა პაპუაშვილი