"იმ კომპანიებს, რომლებიც იწყებენ ახალ პროექტებს, სახელმწიფო მხარში დაუდგება საბანკო სესხის 90%-ის გარანტიით"
პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, სახელმწიფო იმ კომპანიებს, რომლებიც იწყებენ ახალ პროექტებს, მხარში დაუდგება საბანკო სესხის 90%-ის გარანტიით.
როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, გარდა ამისა, იმ კომპანიებს, რომლებსაც უკვე აქვთ აღებული სესხი არსებულ პროექტებში, სახელმწიფო მხარში დაუდგება 30%-ის გარანტიით.
„დღეს გამოტანილი გვაქვს რამდენიმე საკითხი. პირველ რიგში ეს ეხება საკრედიტო საგარანტიო სქემის მექანიზმის შეცვლას, საკანონმდებლო ცლვილებას, ეს გახლავთ ერთ-ერთი ღონისძიება, რომლითაც ჩვენ ვეხმარებით ადგილობრივ კომპანიებს, ბიზნესს. აქ ძირითადი შინაარსობრივი კომპონენტი მდგომაროებს შემდეგში, რომ სახელმწიფო იმ კომპანიებს, რომლებიც იწყებენ ახალ პროექტებს, შედიან ახალ ბიზნესში, მხარში დაუდგება საბანკო სესხის 90%-ის გარანტიით, ხოლო იმ კომპანიებს, რომლებსაც უკვე აქვთ აღებული სესხი არსებულ პროექტებში, მათ სახელმწიფო მხარში დაუდგება 30%-ის გარანტიით. ეს არის ამ კომპანიების მდგრადობის და მათთვის ლიკვიდურობის დატოვების ყველაზე ეფექტური და სწრაფი შესაძლებლობა”, - განაცხადა პრემიერმა.
სიახლეები
- ქუთაისში WISE-WASTE პროექტის სასტარტო პრესკონფერენცია გაიმართა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 მაისიდან
- "ევროპარლამენტმა „იმედს“ საქმიანობა ერთი წლით აუკრძალა, მოლდოვამ კი, „იმედს“, „რუსთავი 2“-სა და „პოსტივის“ აკრედიტაციაზე უარი უთხრა"
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"
