"გიორგი ვაშაძის კანდიდატურა პრემიერის პოსტზე არასოდეს განხილულა" - სამადაშვილი
მე შემიძლია მხოლოდ დავადასტურო, რომ გიორგი ვაშაძის კანდიდატურა პრემიერ-მინისტრის პოსტზე ჩრდილოვან კაბინეტში არასდროს განიხილებოდა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
დეპუტატის თქმით, არც დღეს განიხილება და არც მომავალში იგეგემება ამ კანდიდატურის განხილვა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან.
" სხვა სუბიექტებს, იქნება ეს თაკო ჩარკვიანი, თუ ნებისმიერი სხვა ადამიანი, რა თქმა უნდა, აქვთ უფლება, საკუთარი აზრი ჰქონდეთ ამ საკითხებზე, მაგრამ ჩვენი პარტიის შესაძლო კანდიდატი გიორგი ვაშაძე არასდროს ყოფილა. რაც შეეხება საკითხს, იქნება თუ არა წარდგენილი, აქ მხოლოდ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურაზე არ არის საუბარი. საუბარია ზოგადად ჩრდილოვან კაბინეტზე, ამაზე მიმდინარეობს შესაბამისი კონსულტაციები და ვნახოთ, რა იქნება პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე მნიშვნელოვანი და რა წაადგება ჩვენს პოლიტიკური გამარჯვებას შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე, იმის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა სამადაშვილმა.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
