"კობახიძეს კარგი ჰგონია, რომ მის მართლა გოიმურ ფრაზებს იმეორებენ" - ეკა ბესელია
მგონი დროა, ირაკლი კობახიძეს ვინმემ ურჩიოს, რომ ამ ფრაზებით როცა საუბრობს, საკუთარ თავს იხასიათებს, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ პარლამენტში განაცხადა.
ბესელიას განცხადებით, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე მისი სტატუსისთვის შეუსაბამო სიტყვებს იყენებს.
„შეიძლება, მას ძალიან მოსწონს, რომ მისთვის და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარისთვის, მისი სამეცნიერო ხარისხიდან გამომდინარე, მისი სტატუსისთვის შეუფერებელ ლექსიკონს როცა იყენებს. შეიძლება თავად ხიბლშია და ჰგონია, კარგია, რომ მის მართლა გოიმურ ფრაზებს იმეორებენ, მაგრამ ცუდია, როცა ამ ფრაზებს პარლამენტში რამდენჯერმე იყენებს ადამიანი, ვინც ცოტა ხნის წინ პარლამენტის თავმჯდომარე იყო.
ქართულ ლექსიკონში არის ძალიან მდიდარი სიტყვები, მათ შორის, თუ უნდა კრიტიკულად გამომხატველი ბევრი კარგი სინონიმი. თუ ძალიან გაუჭირდა, შეგვიძლია, ეს სიტყვები შევაშველოთ,"- განაცხადა ეკა ბესელიამ.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
