მთავრობა საბიუჯეტო ხარჯებს 600 მილიონით შეამცირებს
"ჩვენ დაგვაკლდება საბიუჯეტო შემოსავლები დაახლოებით მილიარდ 800 მილიონი, 600 მილიონი ლარით ხარჯებს შევამცირებთ, რაც იქნება 300 მილიონი მიმდინარე ხარჯები და 300 - კაპიტალური.
ეს ის კაპიტალური ხარჯებია, რომლის გადავადებაც შესაძლებელია ქვეყნისთვის მეტნაკლები ზიანის და ზარალის გარეშე ან ის ტურისტული პროექტებია, რომლებიც უახლოესი წლის განმავლობაში აქტუალური არ იქნება", - ამის შესახებ დღეს პარლამენტის წინაშე გამოსვლისას პრემიერმა გახარიამ განაცხადა.
დაკორექტირებული სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში უახლოესი კვირის, ან ათი დღის ვადაში შევა.
"3 მილიარდი ლარი არის საჭირო ქვეყნისთვის ბიზნესის მხარდასაჭერად და სოციალური მხარდაჭერის იმ გეგმებისთვის, რომელიც ჩვენ უკვე გამოვაცხადეთ. რეალურად ეს დელტა წარმოადგენს 4 მილიარდ 200 მილიონ ლარს. ეს იყო ის საწყისი ეტაპი, რომლითაც ჩვენ აქტიური მოლაპარაკებები დავიწყეთ საერთაშორისო პარტნიორებთან. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც პანდემიის და ეკონომიკური კრიზისის პირობებში დაასრულა მოლაპარაკებები და შეათანხმა სავალუტო ფონდთან ახალი პროგრამა. ეს იყო უაღრესად მნიშვნელოვანი, რადგან ახალი პროგრამის შეთანხმება სსფ-თან ნიშნავდა სხვა დონორებთან მუშაობის გამარტივებას, რაც სულ რაღაც 2-3 კვირის განმავლობაში, როგორც ფაქტი დადასტურდა და საქართველოს მთავრობამ მიიღო მხარდაჭერა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხრიდან მილიარდ 500 მლნ დოლარის ოდენობით და ამ თანხის გარკვეული ნაწილის ათვისება უკვე დავიწყეთ, ხოლო მას შემდეგ, რაც მთავრობის მოთხოვნილებები, ჩვენი ლიკვიდობის პრობლემა მოვაგვარეთ, ბიზნესთან ერთად დავიწყეთ დონორებთან საუბარი და ჩვენი კერძო სექტორისთვის, საბანკო-საფინანსო სექტორისთვის, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მივიღეთ თანხმობა მზაობაზე, რომ დამატებით მილიარდ 500 მილიონი დოლარი არის მათთვის მზად იმ შემთხვევაში, რომ როცა მათ ლიკვიდობის პრობლემა ექნებათ, ეს რესურსი აითვისონ", - განაცხადა გახარიამ.
სიახლეები
- აგვისტოს ომიდან 17 წელი გავიდა
- “აქამდე, რომ მოვედით სწორედ ჩვენი გმირი ხალხის, ჩვენი გმირი ჯარისკაცების, მეომრების დამსახურებაა” - მიხეილ ყაველაშვილი
- “რუსეთს აქვს უკანონოდ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების 20% და რა თქმა უნდა, არაფერი არ ამართლებს რუსეთის ქმედებას” - პრემიერი
- “წლების განმავლობაში აღნიშნავდნენ ომის დაწყებას 8 აგვისტოს და 10 წლის თავზე, უცებ გადაწყვიტეს, რომ არა 8 აგვისტოს, არამედ 7 აგვისტოს დაწყებულა ომი, 10 წელი არ იცოდნენ როდის დაიწყო ომი? უტიფრობა, ალოგიკურობა და სირცხვილია „ნაცობა”” - ირაკლი კობახიძე
- “ეს დღე არის ერთი მხრივ ჩვენი გმირების მოგონების და მეორე მხრივ, ჩვენს მომავალზე დაფიქრების დღე” - შალვა პაპუაშვილი