უკრაინაში საქართველოს ელჩი, საგარეო უწყებაში დღეს გამოცხადდება
უკრაინაში საქართველოს ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, საქართველოში კონსულტაციებისთვის გამოიწვიეს, საგარეო უწყებაში დღეს არის დაბარებული.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, უკრაინასთან სტრატეგიული ურთიერთობა გადახედვას არ ექვემდებარება, თუმცა აღნიშნულმა სიტუაციამ ორმხრივ ურთიერთობებში სერიოზული პრობლემები შექმნა.
როგორც ცნობილია, დღევანდელ შეხვედრაზე საქართველო-უკრაინას შორის სამომავლო თანამშრომლობის დეტალებს განიხილავენ.
საქართველოს ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრამდე, ორკვირიან კარანტინში იმყოფებოდა.
სიახლეები
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
- ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას
- ისრაელმა თეირანში იერიშის ახალი ტალღა დაიწყო
