"იმედი მაქვს, პროცესი გაგრძელდება გიორგი რურუას გათავისუფლებით" - გიგა ბოკერია
"მნიშვნელობა აქვს შედეგებს, რომელიც უნდა დადგეს ქვეყნისთვის", - ეს განცხადება გიგა ბოკერიამ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების საკითხის კომენტირებისას გააკეთა.
მისი თქმით, მას იმედი აქვს, რომ პროცესი გაგრძელდება და დასრულდება გიორგი რურუას გათავისუფლებით, შემდეგ კი საარჩევნო სისტემის შეცვლით.
„ჩემთვის არ აქვს ახლა მნიშვნელობა ამ მოვლენების ანატომიის ანალიზს. ჩემთვის მნიშვნელობა აქვს შედეგებს, რომელიც უნდა დადგეს ქვეყნისთვის. ის შედეგი, რომელიც დადგა გუშინ, იყო კარგი ქვეყნისთვის“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
სიახლეები
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
- ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას
- ისრაელმა თეირანში იერიშის ახალი ტალღა დაიწყო
