"თვითკმაყოფილებას არ უნდა მივეცეთ - მოდუნება არ შეიძლება" - სალომე ზურაბიშვილი
თვითკმაყოფილებას არ უნდა მივეცეთ; მოდუნება არ შეიძლება, პირიქით, ყველამ ვიცით, რომ დაწყებული შიდა გავრცელება სიტუაციის დამძიმებას გამოიწვევს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის საგანგებო სესიის პლენარული სხდომაზე განაცხადა, სადაც კორონავირუსის გამო საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების საკითხზე უნდა იმსჯელონ.
როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, მთავარია, შიდა გავრცილების ზრდის ტემპი დარჩეს კონტროლქვეშ და ჯანდაცვის სისტემა არ გადაიტვირთოს.
„ყველა მიმართულებით გაწული ძალისხმევის შედეგია, რომ სხვებთან შედარებით ვინარჩუნებთ დაბალ მაჩვენებლებს და ვიმსახურებთ მაღალ საერთაშორისო შეფასებას. ამის კიდევ ერთი მაგალითია გუშინდელი ჩემი საუბარი გაეროს გენერალურ მდივანთან, ანტონიო გუტიერეშთან. მან უმაღლესი შეფასება მისცა საქართველოს ხელისუფლების მიერ ამ პერიოდში გადადგმულ ნაბიჯებს, კერძოდ, ხაზი გაუსვა იმას, რომ სწორედ წინსწრებით მიღებულმა ზომებმა განაპირობა პირველ ეტაპზე მიღწეული წარმატებები. ამით ყველა უნდა ვამაყობდეთ. თუმცა, ახლა, როცა პიკის ფაზაში შევდივართ, ასეთი შეფასებების მიუხედავად თვითკმაყოფილებას არ უნდა მივეცეთ. მოდუნება არ შეიძლება, პირიქით, ყველამ ვიცით, რომ დაწყებული შიდა გავრცელება სიტუაციის დამძიმებას გამოიწვევს.
მთავარია, შიდა გავრცილების ზრდის ტემპი დარჩეს კონტროლქვეშ და ჯანდაცვის სისტემა არ გადაიტვირთოს, მთავარია ყველა მძიმე პაციენტის მკურნალობა იყოს შესაძლებელი, მათთვის ადგილები იყოს როგორც აქამდე შევძელით“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"
