"პანდემიის დროს, არა ზიარების საიდუმლოების, არამედ წესის არშეცვლა, საერთო კოვზზე უარის ართქმა, გაუგებარია"
წმინდა სინოდის მიერ ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარების გამო, წმინდა ზიარების წესის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეხმაურება.
როგორც მარგველაშვილი სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" წერს, პანდემიის დროს, არა ზიარების საიდუმლოების, არამედ წესის არშეცვლა, გაუგებარია.
"ქრისტიანობა განათლების, თანამედროვე ცივილიზაციის შემქმნელი რელიგიაა. პანდემიის დროს, არა ზიარების საიდუმლოების, არამედ წესის არ შეცვლა, საერთო კოვზზე უარის ართქმა გაუგებარია.
მახსენდება: "ჯერ შიგნიდან გაასუფთავეთ სასმისი და ჯამი, რომ გარედანაც სუფთა იყოს" (მათე 23:26)",-წერს მარგველაშვილი "ტვიტერზე".
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა 12:00 საათზე დაიწყო და 5 საათის განმავლობაში გაგრძელდა. სინოდმა სხდომაზე ქვეყანაში ახალი კორონავირუსით გამოწვეულ მდგომარეობაზე იმსჯელა და ზიარების წესი უცვლელი დატოვა.
სიახლეები
- მოსკოვში აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერა
- "მადლობა ამერიკელ მეგობრებს უპრეცედენტო ერთსულოვნებით მიღებული „MEGOBARI აქტისთვის " - გიორგი ვაშაძე
- გერმანიის კანცლერად ფრიდრიხ მერცი აირჩიეს
- "ვევედრებით წმინდა გიორგის, დაიფაროს სამშობლო, დაგვიფაროს ხილული და უხილავი მტრებისგან" - მეუფე შიო
- "გადავწყვიტეთ, ჩვენ ჩავიბაროთ 26 მაისი, 9 მაისს კი გამოვიდეთ და ევროპა დავუპირისპიროთ რუსიფიკაციას" - სალომე ზურაბიშვილი