ადამ კინზინგერი უგულავას დაკავებაზე - სასამართლოს იარაღად გამოყენება დემოკრატია არ არის
სასამართლოს იარაღად გამოყენება დემოკრატია არ არის,- ასე გამოეხმაურა კონგრესმენი ადამ კინზინგერი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას დაკავებას.
კონგრესმენის განცხადებით, მსუბუქი ნათქვამი იქნება შეფასება, რომ ეს ფაქტი შემაშფოთებელია.
„ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგი უგულავა დღეს დააპატიმრეს და ძველი დანაშაულისთვის, რომელიც მას უკვე მოხდილი აქვს, 38 თვე მიუსაჯეს. შეფასება, რომ ეს შემაშფოთებელია, მსუბუქი ნათქვამი იქნება. სასამართლოს იარაღად გამოყენება დემოკრატია არ არის“, - განაცხადა ადამ კინზინგერმა.
შეგახსენებთ, უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლით და 2 თვით პატიმრობა შეუფარდა.
გიგი უგულავა ე.წ. მატროსოვის ციხეშია გადაყვანილი.
სიახლეები
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
- ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას
- ისრაელმა თეირანში იერიშის ახალი ტალღა დაიწყო
