"ამ ვითომ მიმტევებლური განცხადებით, ეშმაკთანაც იფუჭებ საქმეს"- ნუკრი ქანთარია გიგა ბოკერიას
გიგა, ამ ვითომ მიმტევებლური განცხადებით, ეშმაკთანაც იფუჭებ უკვე საქმეს, ანეკდოტისა არ იყოს. იმ პარტიას და პოლიტიკურ ჯგუფს მართლა რა ვუთხარი, თქვენი მისატევებელი რომ გახდება, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარაიამ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, გიგა ბოკერიას.
როგორც ნუკრი ქანთარიამ პლენალურ სხდომაზე განაცხადა, მან „სასიქადულო დეპუტატის“, გიგა ბოკერიას განცხადება მოისმინა მიტევებასთან დაკავშირებით, რაც „მართლაც დიდი ამბავია“.
„სიმართლე რომ გითხრათ, გულზე მომეშვა და მინდა, რომ „ოცნების“ წევრებსაც მივულოცო ეს სასიხარულო ამბავი, რომ თურმე ბატონი ბოკერია მოდის ხელისუფლებაში და არ დაგვიჭერს, მეგობრებო. მაგრამ, იმიტომ კი არ დაგვიჭერს, რომ დანაშაული არ გვაქვს ან ვეცოდებით, პოლიტიკურად ეს თურმე ძალიან სწორი იქნება. რაც მთავარია, ბიძინა ივანიშვილსაც არ დაიჭერს არავითარი დანაშაულის გამო, არადა მთავარი დანაშაული ჩვენი, ვფიქრობ ის არის, რომ თქვენ და თქვენისთანები გიგა, დასრიალებთ ისევ პოლიტიკურ ველზე.
მე არა ვარ, რა თქმა უნდა, დარწმუნებული და არ ვიცი, სიგარეტი გეჭირათ თუ არა, მაგრამ იმდენად სპეციფიური ხმა გაქვს, რომ ძალიან მეეჭვება, ვერ ამოეცნეთ ცხონებულ სულხან მოლაშვილს. ირაკლი ბათიაშვილიც არ ცდება, რომელმაც სხვათა შორის სტრასბურგი მოიგო და როდესაც ამბობს, რომ მისი უსამართლო დაჭერის ერთ-ერთი მთავარი მოთავე იყავით თქვენ. ასე რომ, ეს თითქოს მშვიდობის მტრედობა და სტაბილურობის გარანტი ვერ გახდებით და ამას ვერც მოსახლეობას ვერ დააჯერებთ, იმიტომ, რომ ის კბილები დიდი ხანია მოიცვალა ჩვენმა მოსახლეობამ. მეორეც, გიგა, აი, ამ ვითომ მიმტევებლური რაღაც განცხადებით, ეშმაკთანაც იფუჭებ უკვე საქმეს, ანეკდოტისა არ იყოს. ამიტომ, ვფიქრობ, იმ პარტიას და იმ პოლიტიკურ ჯგუფს მართლა ჩემდათავად რა ვუთხარი, თქვენი მისატევებელი რომ გახდება“, - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
ამასთან, მან მსგავსი განცხადებების გაკეთების დროს გიგა ბოკერიას სიფრთხილისკენ მოუწოდა.
„გიგა, ბიძი, ფრთხილად იყავი ასეთი განცხადებების დროს“, - აღნიშნა ნუკრი ქანთარიამ.
სიახლეები
- "ვის წარადგენენ ხაზარაძე და გახარია თბილისის მერობის კანდიდატად?!" - პაატა ზაქარეიშვილი
- "გაისად, 1700 წელი სრულდება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან - განსაკუთრებით ვემზადებით აღსანიშნად" - მეუფე შიო
- მაკიაჟი ზაფხულისთვის: როგორ გამოიყურებოდეთ შეუდარებლად სანაპიროზე?
- "რეჟიმი თქვენ წინაშე გაშიშვლდა" - სალომე ზურაბიშვილი მზია ამაღლობელს და ნინო დათაშვილს
- "ლელო" თაღლითების პარტიაა, „თაღლითების პარტიის" წევრობა და მხარდაჭერა კი თაღლითობაში თანამონაწილეობაა" - შალვა პაპუაშვილი