"ოცნებისთვის“ მე ხომ უკვე დაჭრილი ვარ და დაჭრილი მხეცი ხომ უფრო საშიშია?"
ჩემი დაკავების დიდი სურვილი აქვთ. დაჭრილი მხეცი ხომ უფრო საშიშია? - დაახლოებით ასე მიყურებენ, მათთვის მე კოლეგა აღარ ვარ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ სააპელაციო სასამართლოს სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი განცხადებით, „ქართული ოცნების“ ბევრი დეპუტატი უკვე ნანობს, რომ მის დაპატიმრებაზე პროკურატურისთვის თანხმობის მიცემას კენჭისყრაზე მხარი დაუჭირა.
„სამართლებრივ აბსურდში გაეხვა მთელი ეს საქმე და მკაფიოდ, შავზე თეთრი უნდა თქვას ამ მოსამართლემაც. ძალიან დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული ამ შეკერილი საქმის გამო ჩემი დაკავება. სურვილი დიდი აქვთ იმიტომ, რომ მათთვის წარმოუდგენელია, შესაძლებლობა მქონდეს, პარლამენტში ვიარო, როგორც მოქმედმა დეპუტატმა. მათ ეგონათ, რომ მე ამას ვეღარ შევძლებდი. მათთვის მე ხომ უკვე დაჭრილი ვარ? - დაჭრილი მხეცი ხომ უფრო საშიშია? დაახლოებით ასე მიყურებენ, მათთვის მე კოლეგა აღარ ვარ. წარმოუდგენელი რამ გააკეთებინეს. მტკიცებულებები არ იყო და ისე უყარეს კენჭი, რასაც ნანობს ბევრი მათგანი. მათ ადგილზე მეც დიდ მორალურ და ფსიქოლოგიურ დისკომფორტს ვიგრძნობდი,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.
სიახლეები
- ქუთაისში WISE-WASTE პროექტის სასტარტო პრესკონფერენცია გაიმართა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 მაისიდან
- "ევროპარლამენტმა „იმედს“ საქმიანობა ერთი წლით აუკრძალა, მოლდოვამ კი, „იმედს“, „რუსთავი 2“-სა და „პოსტივის“ აკრედიტაციაზე უარი უთხრა"
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"
