გუნდის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებისას, ყველაფრისთვის მზად უნდა იყო — კაკულია უმრავლესობის დატოვებაზე
ქართული ოცნების დეპუტატი რომან კაკულია აცხადებს, რომ ნიკა მელიას პატიმრობის ნებართვაზე უარი ქართული ოცნების მიმართ პროტესტის ან დემარშის გამოსახატად არ უთქვამს.
კითხვაზე, მართალია თუ არა, რომ ის ამ გადაწყვეტილების შემდეგ უმრავლესობას დატოვებს, დეპუტატი პასუხობს, რომ "დღეს ამის სურვილი არ აქვს".
"როცა გუნდის საწინააღმდეგო გამოდის შენი გადაწყვეტილება, ცხადია, მზად უნდა იყო ყველაფრისათვის, არც არანაირი პრეტენზია არ მაქვს და არც უკმაყოფილება მექნება, თუ ასეთი ტიპის გადაწყვეტილება იქნება განხილული. ჩვენ საპარლამენტო ცხოვრებას ყველა ერთად ვსწავლობთ და გადაწყვეტილება კონტექსტებით მიიღება. მე მზად ვარ ყველაფრისთვის და პატივს ვცემ ჩემი კოლეგების გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება განსხვავებული იყოს ჩემი გადაწყვეტილებისგან", — განაცხადა რომან კაკულიამ.
მისი თქმით, თუ მისი წასვლის საკითხი დადგება უმრავლესობას პრობლემებს არ შეუქმნის. ის ამბობს, რომ ნიკა მელიას საქმეზე გადაწყვეტილების მიღების პრინციპი ეფუძნება მაღალი სტანდარტის ვარაუდს.
'მე პატივს ვცემ ყველა ჩემი კოლეგის გადაწყვეტილებას. მე უბრალოდ ჩათვალე, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში მაღალი ხარისხის მტკიცებულება უნდა იყოს წარმოდგენილი. შეიძლება, საზოგადოებაში არ არსებობს არავინ, ვინც ფიქრობ, რომ ასეთი ტიპის ქმედება დასჯადი არ უნდა იყოს. ამ ილუზიაში არ უნდა გაპარულიყო მტკიცებულებათა ხარისხის წარმოდგენა და ხარისხი, რომელსაც ჰქვია საპარლამენტო რესპუბლიკებში დეპუტატის იმუნიტეტის შეწყვეტა. მე ვიხელმძღვანელე ამით და გადავდგი ნაბიჯი, რომ ჩემი პერსონალური წვლილი შევიტანო პარლამენტარის როლი ზრდაში საპარლამენტო რესპუბლიკაში", — განაცხადა რომან კაკულიამ.
საქართველოს პარლამენტმა პროკურატურას უფლება მისცა, რომ ნიკა მელია დაიჭირონ. რომან კაკულია ერთ-ერთია იმ დეპუტატებიდან, რომლებმაც კენჭშისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავეს. მასთან ერთად საკუთარი პოზიცია არ დააფიქსირეს ქართული ოცნების დეპუტატებმა, მირიან წიკლაურმა და მარიამ ჯაშმა.
on.ge
სიახლეები
- ბერძნული სალათა
- “მედვედევის პროვოკაციული განცხადებების შემდეგ, შესაბამის რეგიონებში ორი ბირთვული წყალქვეშა ნავის განლაგების ბრძანება გავეცი” - ტრამპი
- “მიმდინარე წლის დასაწყისიდან რუსეთმა 112 500 ჯარისკაცი დაკარგა” - ტრამპი
- 2 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
- “მინიმუმ არაეთიკურია, რომ ელჩი, რომელიც გამორჩეულად მხარს უჭერს ხაზარაძეს და მის პოლიტიკურ გუნდს, როგორღაც აღმოჩნდა, რომ მათივე სახლში ცხოვრობს” - ნინო წილოსანი