საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს
საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. დამოუკიდებლობის დღის საზეიმო ღონისძიება თავისუფლების მოედანზე გაიმართება.
წელსაც წვევამდელები 26 მაისს სამხედრო ფიცს დადებენ, რის შემდეგაც თავდაცვის ძალებს შეუერთდებიან. წვევამდელები ფიცს, ასევე საქართველოს 12 ისტორიულ ადგილას დადებენ.
თავისუფლების მოედანზე განლაგებულია სამხედრო ტექნიკა.
„11:00 საათზე დაიწყება გეგმის აღსრულება და თითოეულ ჩვენს მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, რომ მოვიდნენ და ნახონ ჩვენს მიერ დაგეგმილი 26 მაისის ღონისძიება, სადაც გამოფენილი იქნება თავდაცვის ძალებში არსებული შეიარაღება და ტექნიკა, ასევე აღჭურვილობა.
ასევე, საქართველოს 12 რეგიონში იქნება გამოფენა და მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა და ნახონ ეს ყველაფერი", - განაცხადა ვიცე-პოლკოვნიკმა ლაშა ზაზაძემ.
საქართველო დამოუკიდებლობის დღეს ყოველი წლის 26 მაისს აღნიშნავს.
სწორედ 1918 წლის 26 მაისს თბილისში, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო „დამოუკიდებლობის აქტი“. ამით დასრულდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში ყოფნის 117-წლიანი პერიოდი (რაც 1801 წელს ანექსიით დაიწყო) და შეიქმნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა.
"ინტერპრესნიუსი" გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!
სიახლეები
- "დღეიდან დაიწყება ახალი ეტაპი, როდესაც პროტესტი პოლიტიკურ პროცესად გარდაიქმნება, რათა არსებული ბზარები კიდევ უფრო გააფართოოს და რეჟიმის მშვიდობიან ცვლილებას მივაღწიოთ"
- "დამოუკიდებლობის აღდგენიდან მოყოლებული ჩვენ კვლავაც გავდივართ 40-წლიან მოსეს გზას" - ირაკლი კობახიძე
- "თავისუფლება, პირველ რიგში, პასუხისმგებლობაა, ეს არის დაძლევა მანკიერი თვისებებისა და ვნებების, ეს არის აკეთო ის, რაც მართებულია"
- მეზობელი და პარტნიორი ქვეყნები, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ირაკლი კობახიძეს მისალოც წერილებს უგზავნიან
- "ომს ვაბრუნებთ რუსეთში და ეს სრულიად სამართლიანია" - ვოლოდიმირ ზელენსკი
