მაშველებმა მდინარეში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ოკუპირებული გალის რაიონში მდინარე ენგურის არხში ჩავარდნილი ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი მაშველებმა იპოვეს. იგი 36 წლის ალიკა ჭანტურიაა. მისი ცხედარი უკვე გადაასვენეს მის მშობლიურ სახლში.

მაშველები სოხუმიდან გალში გუშინ, დღის მეორე ნახევარში ჩავიდნენ. 12-კაციანი ჯგუფი სამძებრო სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში აწარმოებდა. დღეს ალიკო ჭანტურიას ცხედარი ენგურის ჰიდროელექტროსადგურის მეორე და მესამე არხებს შორის იპოვეს.

არსებული ინფორმაციით, მდინარე ენგურის არხში სათევზაოდ წასული მამაკაცი, მდინარეში გუშინ ჩავარდა. იმ ადგილას, სადაც მამაკაცი თევზაობდა, სავარაუდოდ მიწის მასა მოწყდა და იგი დინებამ გაიტაცა.

„როგორი ძლიერი უნდა იყო ადამიანი, ამდენ უბედურებას რომ უყურო, როცა გესმის ეს ტკივილი, რამდენად მძიმე და გაუსაძლისია, გამძლეობა დედას და ოჯახს, მეტი მე არაფრის თქმა არ შემიძლია. უფალს ებარებოდეს შენი სული შვილო”- წერს ახლობელი სოციალურ ქსელში.

წაკითხვა 103 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.