“დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრამ ყველა კითხვას გასცა პასუხი, რომ ეს იყო დასავლეთის და რუსეთის დაპირისპირება მესამე ქვეყნის ხელით და ამ ომში საქართველო არა თუ მოაზრებული, არამედ გეგმის ნაწილი იყო “ - მამუკა მდინარაძე
„მშვიდობის ძიებაში“ – ეს მთავარი სლოგანი წარმოუდგინეს მსოფლიოს ორი ბირთვული სახელმწიფოს, აშშ-სა და რუსეთის ლიდერებმა და მთავარ გამოწვევად სწორედ მშვიდობის დამყარება გამოაცხადეს”, – წერს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის შესახებ.
მდინარაძის თქმით, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრამ ყველა კითხვას გასცა პასუხი: ეს იყო დასავლეთის და რუსეთის დაპირისპირება მესამე ქვეყნის ხელით. ამერიკელებიც და რუსებიც, ლიდერების დონეზე თანხმდებიან, რომ ეს ომი არ მოხდებოდა, თანამდებობაზე ტრამპი (ანუ შესაბამისი პოლიტიკური ნება) რომ ყოფილიყო.
მდინარაძე აღნიშნავს, რომ ყველა იმ აგენტმა, რომელიც რეალურად საქართველოს ომში ექაჩებოდა, რომელიც ამბობდა, რომ არანაირი ომისა და მშვიდობის დილემა არ არსებობს – პასუხი უნდა აგოს ქართველი ხალხის წინაშე!
„მშვიდობის ძიებაში“ – ეს მთავარი სლოგანი წარმოუდგინეს მსოფლიოს ორი ბირთვული სახელმწიფოს, აშშ-სა და რუსეთის ლიდერებმა და მთავარ გამოწვევად სწორედ მშვიდობის დამყარება გამოაცხადეს.
ჩვენ გაცილებით ადრე, უკრაინაში ომის დაწყების დღიდან, ქართულ საზოგადოებას თამამად ვუთხარით, რომ ჩვენი ხელისუფლება და ქვეყანა არაფორმალურმა, ჩრდილოვანმა ძალებმა, მათ მიერ მართული ბიუროკრატების ხელით, სწორედ ომისა და მშვიდობის დილემის წინაშე დააყენეს. მათივე უსიტყვო მორჩილებაში მყოფმა რადიკალურმა ოპოზიციამ, ეგრეთ წოდებულმა მედიამ და NGO სექტორმა კი სცადა ეს ყველაფერი „ცრუ დილემად” წარმოეჩინა ქართული საზოგადოებისთვის.
დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრამ ყველა კითხვას გასცა პასუხი:
1. იყო თუ არა ეს ომი პროქსი ომი?
დიახ, ეს იყო დასავლეთის და რუსეთის დაპირისპირება მესამე ქვეყნის ხელით. ეს ფაქტი თავად დონალდ ტრამპმაც დაადასტურა.
2. იყო თუ არა საქართველო მოაზრებული ამ ომში?
დიახ, არა თუ მოაზრებული, არამედ გეგმის ნაწილი იყო, როგორც მეორე, პროქსი სახელმწიფო და რომ არა ჩვენი სიმტკიცე, დღეს საქართველოსგან ნანგრევები იქნებოდა დარჩენილი.
3. შეიძლებოდა თუ არა ამ ომის თავიდან აცილება?
დიახ, ამერიკელებიც და რუსებიც, ლიდერების დონეზე თანხმდებიან, რომ ეს ომი არ მოხდებოდა, თანამდებობაზე ტრამპი (ანუ შესაბამისი პოლიტიკური ნება) რომ ყოფილიყო.
4. იყო თუ არა ომისა და მშვიდობის დილემა რეალური?
რა თქმა უნდა, ეს იყო მთავარი დილემა, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა აღმოჩნდა და ჩვენ, ქართველი ხალხის მხარდაჭერით, მივიღეთ უალტერნატივო გადაწყვეტილება, ქვეყანა და ათიათასობის ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე გადაგვერჩინა. ამაში მძიმე პოლიტიკური ფასიც გადავიხადეთ.
ამიტომ, ყველა იმ აგენტმა, რომელიც რეალურად საქართველოს ომში ექაჩებოდა, რომელიც ამბობდა, რომ არანაირი ომისა და მშვიდობის დილემა არ არსებობს, რომელმაც არჩევნების წინა დღეს სააკაშვილი საქართველოში გადატრიალების მოსაწყობად შემოაპარა, რომელმაც ომის მიმდინარეობის პარალელურად ქვეყანაში რევოლუციური გეგმები დასახა და ძალადობრივი აქციები დააორგანიზა – პასუხი უნდა აგოს ქართველი ხალხის წინაშე!
საზოგადოების ის ნებისმიერი წევრი, რომელიც ჯერ კიდევ მათ უჭერს მხარს, ახლა მაინც უნდა დაფიქრდეს, როგორ ხდება, რომ დღემდე იმ ადამიანებს ემხრობა, რომელთა გამარჯვების შემთხვევაში შეიძლება ცოცხალიც კი აღარ ყოფილიყო?!“, – წერს მამუკა მდინარაძე.
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
