“ოპოზიცია არჩევნებზე ტოტალური მარცხისთვის არის განწირული, არავითარი შანსი არ აქვთ – როცა მმართველ პარტიას აქვს ამხელა რეიტინგი, არც ერთი კონფიგურაცია მათ არ უშველით” - ირაკლი კობახიძე
“ოპოზიცია არჩევნებზე ტოტალური მარცხისთვის არის განწირული, არავითარი შანსი არ აქვთ”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა “თავისუფალ სივრცეში” განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, როცა მმართველ პარტიას აქვს 55%-იანი რეიტინგი, არც ერთი კონფიგურაცია მათ არ უშველით.
„არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, როგორ გადალაგდება. შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. ჯამი არის ძალიან დაბალი. შესაბამისად, როგორც არ უნდა დაჯგუფდნენ, ოთხივე რომ გაერთიანდნენ, ის ორი რომ გაერთიანდეს, ერთი რომ დარჩეს, არც ერთი რომ არ დარჩეს, ასეც და ისეც ტოტალური მარცხისთვის არიან განწირულები. არავითარი შანსი არ აქვთ. როცა მმართველ პარტიას აქვს ამხელა რეიტინგი, 55%-ს ვართ გადაცილებულები, არც ერთი კონფიგურაცია მათ არ უშველით”, – განაცხადა პრემიერმა.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
