“ოპოზიცია საზოგადოებას ვერ სთავაზობს იდეებს და იდეების შიმშილში არის მცდელობა, გარედან შემოაგდონ თემა, რომლითაც შეიძლება, ყალბი დილემებით საზოგადოება იგივე მდინარეში შეიყვანონ” - შალვა პაპუაშვილი
რადიკალური ოპოზიცია საზოგადოებას ვერ სთავაზობს ვერცერთ იდეას და ამ იდეების შიმშილში არის მცდელობა, გარედან შემოაგდონ თემა, რომლითაც შეიძლება, საზოგადოება კიდევ იგივე მდინარეში შეიყვანონ არჩევნებთან დაკავშირებით ყალბი დილემებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, უვიზო მიმოსვლის საკითხი შანტაჟის ინსტრუმენტია და აგვისტოს ბოლოც არ არის შემთხვევით დასახელებული თარიღი.
„სინამდვილეში, ეს არის შანტაჟი ახლა და არა გადაწყვეტილება. არ მგონია, ეს გადაწყვეტილება მიიღოს ვინმემ, თუმცა შანტაჟის ინსტრუმენტია. როგორც ჩვენ შარშან ვნახეთ შანტაჟი, რომელიც ეხებოდა გადაწყვეტილებებს, რომ შეჩერდეს რაღაც პროცესები და ა.შ. კასკადი მთელი გადაწყვეტილებებისა, რომლებიც არჩევნების წინ ხდებოდა, ეს იყო ზეწოლის ინსტრუმენტი ქართველ საზოგადოებაზე, რომ ნების ფორმირებაზე მოეხდინათ ზეგავლენა არჩევნების წინ. ახლაც არის ზუსტად იგივე პროცესი. აგვისტოს ბოლოც არ არის შემთხვევითი თარიღი. სექტემბერში იქნება ძირითადი ფაზა წინასაარჩევნო პერიოდისა, კამპანიისა და ვხედავთ მათ შორის რადიკალების განცხადებას არევასთან, დამხობებთან დაკავშირებით. ეს არის ერთი და იგივე სცენარის ნაწილი. ვინაიდან ხედავენ, რომ ვერცერთ იდეას რადიკალური ოპოზიცია საზოგადოებას ვერ სთავაზობს, ამ იდეების შიმშილში არის მცდელობა, გარედან შემოაგდონ თემა, რომლითაც შეიძლება, საზოგადოება კიდევ იგივე მდინარეში შეიყვანონ ყალბი დილემებით არჩევნებთან დაკავშირებით“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
