“გარედან გაკეთებული ყველა უსამართლო განცხადების უკან დგას მსუყედ გადახდილი თანხები” - ნინო წილოსანი
“გარედან გაკეთებული ყველა უსამართლო განცხადების უკან დგას მსუყედ გადახდილი თანხები, ან “დიფ სთეითის” გავლენები,“- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა განაცხადა.
“გარედან გაკეთებული ყველა უსამართლო განცხადების უკან დგას მსუყედ გადახდილი თანხები, ან “დიფ სთეითის” გავლენები. ამ შემთხვევაში, “ნაციონალური მოძრაობის” ნაქურდალი ფულით ჯო უილსონის დაპოსტილ შეტევებზე გვაქვს საუბარი.
ფარა-მ გამოავლინა “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან დაფინანსებული ჯო უილსონი და მისი აქტივობა სოციალურ ქსელში, თუ ზოგადად მედიასივრცეში. იდენტური საფუძველი აქვს ყველა იმ უსამართლო განცხადებას, რომელიც “ქართული ოცნების”, საქართველოს ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმდინარეობს”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის პარტია ოთხი ოქტომბრის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს. ფარა-ს დოკუმენტების მიხედვით, ამ კომპანიიდან შემოწირულებებს კონგრესმენი ჯო უილსონიც იღებდა. ნელსონ მალინსისთან გაფორმებულ ექვსთვიან ხელშეკრულებას “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან ხელს პეტრე ცისკარიშვილი აწერს.
სიახლეები
- ძაძიკი
- სკოლებში სასწავლო წელი დაიწყო
- “ძვირფასო მოსწავლეებო, სტუდენტებო, პატივცემულო მასწავლებლებო და მშობლებო, გულითადად გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას” - ირაკლი კობახიძე
- ტრამპმა ისევ აღიარა, რომ უკრაინაში ომის დასრულება რთული ყოფილა და ისევ მოითხოვა რუსული ნავთობის შეძენის შეწყვეტა
- “სანქციები, რომელსაც ისინი რუსებს უწესებენ, საკმარისად მკაცრი არ არის, ისინი მხოლოდ ლაპარაკობენ და არ მოქმედებენ - ნავთობს რუსეთისგან ყიდულობენ” - დონალდ ტრამპი ევროპაზე