“გინდათ, ისევ ისე გითხრათ, რომ აუცილებლად ვიქნები კანდიდატი და აუცილებლად დაგამარცხებთ? – დაელოდეთ, ყველაფერს გაიგებთ ძალიან მალე” - კახა კალაძე
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ მმართველი პარტია დედაქალაქის მერობის კანდიდატს უახლოეს დღეებში წარადგენს.
როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში სწორედ „ქართული ოცნების“ კანდიდატი გაიმარჯვებს.
„უახლოეს დღეებში, მომავალ კვირას უკვე გაიგებთ. გინდათ, ისევ ისე გითხრათ, რომ აუცილებლად ვიქნები კანდიდატი და აუცილებლად დაგამარცხებთ? – გეუბნებით, თუმცა დაელოდეთ, ყველაფერს გაიგებთ ძალიან მალე“, – განაცხადა კახა კალაძემ.
აქვე დედაქალაქის მერმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ არც გაერთიანების შემთხვევაში აქვთ გამარჯვების შესაძლებლობა.
„არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, გაერთიანებული იქნებიან თუ დაშლილები, ვინ ვისთან იქნება – ბევრი ასეთი გაერთიანება გვინახავს ახლო წარსულში, მაგრამ შედეგი ნული, იმიტომ, რომ ვიცით რას წარმოადგენენ ეს ადამიანები – გინდ ცალ-ცალკე აღებული, გინდ გაერთიანებული, ვის და რას ემსახურებიან. საქართველოსთან, ქართველ ხალხთან და ქვეყნის ინტერესებთან, გინდ გაერთიანებულებს და გინდ ცალკე დაშლილებს, ამ რადიკალურ დაჯგუფებას არანაირი საერთო არ აქვს“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
