“კონკრეტულ ორგანიზაციებს არ სურთ, რომ საქართველოში იყოს რეალიზებული დემოკრატიის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპი, რასაც გამჭვირვალობა ჰქვია” - პრემიერი
კანონი „გამჭვირვალობის შესახებ” ეფუძნება ერთ-ერთ უმთავრეს ტრადიციულ, კლასიკურ, ევროპულ პრინციპს – გამჭვირვალობას და კონკრეტული ორგანიზაციები გამოვიდნენ ამ პრინციპის წინააღმდეგ, რადგან არ სურთ, გამჭვირვალე გახდეს ინფორმაცია საქართველოში ექსტრემიზმის, რევოლუციების, ეკლესიაზე თავდასხმის, სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმის, პროპაგანდის თაობაზე, – ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც საქართველოში გამჭვირვალობის წინააღმდეგ ბრძოლას შეეხებოდა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ, რეალურად, ამ კონკრეტულ ორგანიზაციებს ძალიან ბევრი რამ აქვთ დასამალი და, სწორედ, ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც არ სურდათ საქართველოში რეალიზებული ყოფილიყო დემოკრატიის უმთავრესი პრინციპი – გამჭვირვალობა.
„ძალიან ბევრი რამ აქვთ დასამალი კონკრეტულ ორგანიზაციებს, აშკარაა, რომ საქართველოში ხდებოდა გარე წყაროებიდან ექსტრემიზმის, რევოლუციური პროცესების, ათასგვარი მანკიერი პროპაგანდის, ეკლესიაზე თავდასხმის, სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმის დაფინანსება – რა თქმა უნდა ეს დასამალია და ამიტომ არ უნდათ, საქართველოში იყოს რეალიზებული დემოკრატიის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპი, რასაც ჰქვია გამჭვირვალობა. ჩვენ, თავის დროზე, მივიღეთ კანონი „გამჭვირვალობის შესახებ”, რომელიც ეფუძნებოდა ერთ-ერთ უმთავრეს ტრადიციულ, კლასიკურ, ევროპულ პრინციპს – გამჭვირვალობას. ისინი გამოვიდნენ ამ პრინციპის წინააღმდეგ, რადგან არ სურთ, გამჭვირვალე გახდეს ინფორმაცია საქართველოში ექსტრემიზმის, რევოლუციების, ეკლესიაზე თავდასხმის, სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმის, პროპაგანდის თაობაზე. ეს ყველაფერი დღესავით ნათელია,”- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
