”ანა წითლიძისგან მოვისმინეთ აღიარება, რომ მამუკა ხაზარაძე ჩემოდნებით დაატარებს „შავ ფულს“, რათა პოლიტიკოსები და ჟურნალისტები მოისყიდოს” – პაპუაშვილი
“ანა წითლიძისგან მოვისმინეთ აღიარება, რომ რადიკალური ოპოზიციის ფლანგზე „შავი ფული“ იხარჯება. დაადასტურა, რომ მამუკა ხაზარაძის მხრიდან ხდება ფულით მოსყიდვა პოლიტიკოსების და სხვადასხვა პარტიის”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„ეს აღიარებაა. გუშინ ანა წითლიძისგან მოვისმინეთ აღიარება, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, რომ რადიკალური ოპოზიციის ფლანგზე „შავი ფული“ იხარჯება გარედან ლეგიტიმაციით, მხარდაჭერით. ეს არის პირდაპირ ფაქტი, რაც განაცხადა ანა წითლიძემ. მედია უნდა დაინტერესდეს და დეტალები გაარკვიოს. პირდაპირ დაადასტურა, რომ მამუკა ხაზარაძის მხრიდან ხდება ფულით მოსყიდვა პოლიტიკოსების და სხვადასხვა პარტიის, ასევე მისი მედიის ინსტრუმენტების გამოყენებით მოსყიდვა. არაერთხელ გვსმენია სხვა პარტიებისგან, რომ მამუკა ხაზარაძე თავისი „ტვ პირველით“ აშანტაჟებს პოლიტიკოსებს და იქიდან გამომდინარე, რამდენად ლოიალურები იქნებიან მის მიმართ, ან ნეგატიურად აშუქებს მას „ტვ პირველი“, პროპაგანდისტული მედია, ან პოზიტიურად. პარტია „გირჩი“ აცხადებს ამას. ეს აჩვენებს, რომ რადიკალური ოპოზიციის ფლანგზე არსებობს პოლიტიკური კორუფცია. ანტიქართულ კამპანიაში ჩართვა, წესით, დისკომფორტი უნდა იყოს ნებისმიერი მოქალაქისთვის. ჩანს, რომ ამას აკეთებდნენ ფულის სანაცვლოდ. პოლიტიკური კორუფცია, ადამიანების მოსყიდვა ხდება მამუკა ხაზარაძის, მათ შორის თაღლითობისთვის მსჯავრდადებული ადამიანის მხრიდან, რომელსაც მილიარდ-ნახევრის წართმევა უნდოდა ქართველი ხალხისთვის ბიუჯეტიდან და ბოლოს ნახევარი მილიონი ჯარიმის გადახდა მოუწია. მათ შორის, თავად „ლელოში“ არიან ადამიანები, რომლებიც გამოირჩევიან განსაკუთრებული აგრესიულობით. ჩანს, რომ ამის უკან დგას ფინანსური ინტერესები. როგორც ანა წითლიძე ამბობს, ასე ჩემოდნებით დაატარებს თურმე „შავ ფულს“ მამუკა ხაზარაძე, რათა პოლიტიკოსები და ჟურნალისტები მოისყიდოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანი წითლიძემ ლევან სანიკიძესა და ირაკლი ფავლენიშვილთან ერთად ფეისბუქლაივის დროს განაცხადა: „ლელო“ ფულს იხდიდა, მათ შორის ჩვენც გვეუბნებოდნენ, ოღონდ თქვენ არ დაგვარტყათ და…“
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
