“გინდა ციხეში იყვნენ, გინდა ციხის გარეთ, არც ერთი ფორმით ამ ადამიანებს არ აქვთ არავითარი წარმატების შანსი, ნურავინ გადააბრალებს პატიმრობას იმ სრულ პოლიტიკურ ფიასკოს, რომლის წინაშეც ისინი დადგნენ” - ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე
არჩევნებში მონაწილეობა შეუძლიათ დაპატიმრებულ პოლიტიკოსებსაც, მათ შეუძლიათ, კენჭი იყარონ არჩევნებში და გადაამოწმონ ქართული საზოგადოების ნდობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ იმედი LIVE-ში განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ნურავინ ნუ გადააბრალებს პატიმრობას იმ სრულ პოლიტიკურ ფიასკოს, რომლის წინაშეც ისინი დადგნენ.
„არჩევნებში მონაწილეობის უფლება დაპატიმრებულ პოლიტიკოსებს რჩებათ, გასაგებია, რომ კამპანიის ჩატარების შესაძლებლობა არის შეზღუდული პატიმრობის პირობებში, მაგრამ ზოგადად სპეკულაციები ამასთან დაკავშირებითაც იყო და ამიტომ ვაზუსტებ, არჩევნებში მონაწილეობა შეუძლიათ დაპატიმრებულ პოლიტიკოსებსაც. მათ შეუძლიათ, კენჭი იყარონ არჩევნებში და გადაამოწმონ ქართული საზოგადოების ნდობა. არის ხოლმე ასეთი პრაქტიკა, როდესაც ადამიანი ციხეში ზის, შეიძლება, თანაგრძნობა მის მიმართ გაიზარდოს, აბა გადაამოწმონ, ნახონ. თუმცა ნახეთ, როგორია თანაგრძნობა ამ პოლიტიკოსების მიმართ, 2000 კაცი ვერ გამოიყვანეს აქციაზე. 4 პარტია, 40 NGO და „დიფ სთეითი“, უცხოური ბიუროკრატია და ჩინოვნიკები, ყველა ერთად დაირაზმა და 2000 კაცზე მეტი ვერ შეკრიბეს რუსთაველის გამზირზე. ნული თანაგრძნობა, ამიტომ გინდა ციხეში იყვნენ, გინდა ციხის გარეთ, არც ერთი ფორმით ამ ადამიანებს არ აქვთ არავითარი წარმატების შანსი. ნურავინ ნუ გადააბრალებს პატიმრობას იმ სრულ პოლიტიკურ ფიასკოს, რომლის წინაშეც ისინი დადგნენ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
