“არჩევნებში მონაწილეობას ვინც აპირებს, დღის წესრიგიდან რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას არ ხსნის” - ვოლსკი ოპოზიციაზე
“ოპოზიციაში მხოლოდ ქვეყნისთვის ზიანის მიყენებაზე ფიქრობენ, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ვინც აპირებს, დღის წესრიგიდან არ ხსნის რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას, რისი საფუძველიც არ არსებობს”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, არ ფიქრობს, რომ ოპოზიციაში დაპირისპირება პრინციპულ და პროგრამულ საკითხებზეა, რომლებიც ხალხის კეთილდღეობისთვის არის განკუთვნილი.
“ისინი მხოლოდ ქვეყნისთვის ზიანის მიყენებაზე ფიქრობენ. არჩევნებში მონაწილეობას ვინც აპირებს, დღის წესრიგიდან რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას არ ხსნის. ეს მაშინ, როცა ამის საფუძველი არ არსებობს. იგივე მიდგომა აქვთ სხვებს, მაგრამ ისინი ფიქრობენ, რომ საბოტაჟით უფრო ეფექტურად დააზიანებენ ქვეყნის სტაბილურობას“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
