“სამეზობლო არ დაგვრჩა, სადაც ომი არ არის და ერთმანეთს არ ხოცავენ, ამის ფონზე კიდევ უფრო ცხადი გახდა იმ პრაგმატული პოლიტიკის შედეგი, რაც ჩვენ დავაანონსეთ და ბოლომდე გავიტანეთ ქართველ ხალხთან ერთად” - ირაკლი ზარქუა
,,ჩვენ რეგიონებში დავდივართ და კიდევ უფრო მეტად ცხადი გახდა რამდენად მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მოსახლეობისთვის, რომ „ქართული ოცნება“ იყო ხელისუფლებაში”,- ამის შესახებ პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუამ, თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრისას ,,იმედის” ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, ,,ქართული ოცნების” პრაგმატული პოლიტიკის შედეგი ნათელია.
„რასაც აკვირდებიან, რომ ჩვენს ირგვლივ ცეცხლის ალშია გახვეული, სამეზობლო არ დაგვრჩა, სადაც ომი არ არის და ერთმანეთს არ ხოცავენ. ამის ფონზე კიდევ უფრო ცხადი გახდა იმ პრაგმატული და სწორი პოლიტიკის შედეგი, რაც ჩვენ დავაანონსეთ და ბოლომდე გავიტანეთ ქართველ ხალხთან ერთად. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა ამ ხელისუფლების მხარდაჭერა და ეს ნეიტრალურად განწყობილმა ადამიანებმაც კარგად გაიაზრეს.
ჩასული ვიყავით წალენჯიხაში და ხალხი მოდიოდა და გვეუბნებოდა რა მაგარია, რომ თქვენ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გვესაუბრებით და ჩვენ სამეზობლოში იმას ითვლიან ნანგრევებიდან თავისი შვილები როგორ ამოიყვანონო. მნიშვნელოვანია რასაც ჩვენ ვაკეთებთ ჩვენი მოქალაქეებისთვის და ეს კიდევ უფრო მეტად ცხადყოფს, რომ ჩვენ სწორ პოლიტიკას ვატარებთ“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
