„ლელო“, იქნებ, ციხიდან მაინც მიხვდეს და ტელევიზია, რომელიც პრივატიზებული აქვთ, ციხეში ყოფნის პერიოდში მაინც დაუთმონ სხვა ვინმესაც” – ხვიჩია
„ხაბეიშვილის ერთ-ერთი მსგავსი განმარტების მიხედვით, მიშა ახლა უკვე გარეთ უნდა იყოს, ამიტომ, მაგაში არ შევალ. რაც შეეხება ოპოზიციასთან კომუნიკაციას, არავინ გამოჩენილა”, – ამის შესახებ “გირჩის” ლიდერი, იაგო ხვიჩია აცხადებს.
ხვიჩიას ვარაუდით, ჯერ ისიც არ არის გადაწყვეტილი, „ლელოს“ და გახარიას გეგმები იცვლება თუ – არა.
“შესაბამისად, სწორი არ იქნება, ვილაპარაკო მანამდე, ვიდრე ამ ხალხს საკუთარი პოზიცია არ გამოუხატავს. შევხედოთ ვითარებას. საერთოდ ვერ ვხვდები, ეს სიგიჟე რატომ ხდება ქვეყანაში, ვის ინტერესებში შედის. ზოგადად, მსოფლიო ისტორიიდან არ მახსენდება ეპიზოდი, როდესაც წინასწარ აანონსებდნენ, ამ დღეს მოვახდენთ რევოლუციასო და იმ დღეს მომხდარიყო. მგონი, რევოლუცია არის იმ პროცესების შედეგი, რაც ყოველდღიურად უნდა აკეთო და არა ის, რომ შენ ერთ კონკრეტულ დღეს ელოდო და იმ დღეს მოხდეს რევოლუცია. ვერ გეტყვით, მე არაფერ შუაში ვარ ამათთან. ჯერჯერობით ვაკვირდები, რა ხდება ჩვენ გარშემო და ვიდრე სრულ წარმოდგენას არ შევიქმნი, არ მინდა, ვინმეზე ზედმეტი ვთქვა.
„ლელო“, იქნებ, ციხიდან მაინც მიხვდეს და ტელევიზია, რომელიც პრივატიზებული აქვთ, ციხეში ყოფნის პერიოდში მაინც დაუთმონ სხვა ვინმესაც. იქნებ, ვინმემ მათი გათავისუფლების გზები მოიფიქროს, რადგან მათი მოქმედებები აქამდე ყველაფერს ახშობდა, რაც საპროტესტოს წარმოადგენდა ამ ქვეყანაში. არჩევნებში მონაწილეობის მიუხედავად რომ ციხეში აღმოჩნდნენ, სულ მცირე, უნდა დაფიქრდნენ, რომ საკუთარი რესურსები განსხვავებული აზრისთვის ბლოკირებული არ ჰქონდეთ. ვიდრე რამეს მოიფიქრებ, ჯერ ლაპარაკი უნდა დაიწყო. იცით, რომ ამ ქვეყანაში სალაპარაკო სივრცეები ოპოზიციის მხრიდან „ლელოს“ ეკუთვნის და ის დახშულია. ვიდრე დახშულია, ჩავთვლი, რომ ისინი არაფერს აკეთებენ ციხიდან გამოსასვლელად. მგონი, მიშა გამოხატავს ხოლმე პერმანენტულად სოლიდარობას დაჭერილი ხალხის მიმართ და დანარჩენი „ნაცების“ პოზიცია არ ვიცი, რამდენად უნდა ჩავთვალოთ „ნაცმოძრაობის“ პოზიციად“, – ამბობს ხვიჩია.
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
