“ჩვენ ომს ვუთხარით უარი და ავირჩიეთ მშვიდობა, რადიკალიზმს ვუთხარით უარი და ავირჩიეთ ერთმანეთის გვერდში დგომა” – ზარქუა
“ომი მიმდინარეობს და ცეცხლის ალშია გახვეული ჩვენი სამეზობლო, საქართველოს პარლამენტში კი ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორ გავხადოთ ინფრასტრუქტურული პროექტები უფრო ინტენსიური და განვავითაროთ ჩვენი სოფლები და ქალაქები“, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
„დიახ, ჩვენ ომს ვუთხარით უარი და ავირჩიეთ მშვიდობა, რადიკალიზმს ვუთხარით უარი და ავირჩიეთ ერთმანეთის გვერდში დგომა, დაქსაქსულობას და გაურკვეველ პროპაგანდას ვუთხარით უარი. ჩვენ ქართულ საქმეს ვემსახურებით, ამიტომ ვართ უკონკურენტო ჩვენი მოსახლეობისთვის. საქართველოს მოსახლეობა ამას კიდევ ერთხელ დაამტკიცებს ადგილობრივ არჩევნებში“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
