“ელჩების უმრავლესობა, მათ შორის, ევროკავშირის ელჩი გვევლინება “დიფ სთეითის” აქტივისტად – ისინი არღვევენ ვენის კონვენციას და ასრულებენ “დიფ სთეითის” დავალებებს” - დიმიტრი ხუნდაძე
პარტია „ხალხის ძალის” გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე, პარტიის მიერ გავრცელებულ წერილზე მედიასთან კომენტარს აკეთებს და ევროკავშირის ელჩის ქმედებებს აფასებს.
დიმიტრი ხუნდაძის განმარტებით, პაველ ჰერჩინსკი „დიფ სთეითის” დავალებებს ასრულებს – ცდილობს საზოგადოება დააპირისპიროს და ქვეყანაში სიძულვილის ენა და აურზაური დათესოს.
“სამწუხაროა, რომ ელჩების უმრავლესობა და მათ შორის, ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი გვევლინება “დიფ სთეითის” აქტივისტად და რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერად. ისინი არღვევენ ვენის კონვენციას და ასრულებენ “დიფ სთეითის” დავალებებს, რომ რამენაირად გახლიჩონ საზოგადოება, ასევე ხელისუფლება და საზოგადოების უმრავლესობა, რომელიც ხელისუფლების მხარდამჭერია, გამიჯნონ ერთმანეთისგან, დათესონ სიძულვილის ენა, აურზაური ქვეყანაში და ძალადობრივი გზით მოახდინონ, რადიკალური ოპოზიციის ხელით, ხელისუფლების შეცვლა. ეს, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად მიუღებელია, არ ჯდება არც პარტნიორულ ურთიერთობაში და ამას კრძალავს ვენის კონვენციაც, რომლის წინაშეც ვალდებულები არიან ელჩები, რომ სახელმწიფოს შიდა საქმეებში არ ჩაერიონ და ურთიერთობები დაალაგონ,”- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
