“გახარია დგამდა ნაბიჯებს, რასაც ქვეყნისთვის მოჰქონდა სერიოზული ზიანი, მას ჰქონდა მარტივი დაკვეთა, განეხორციელებინა პროვოკაციები, იმისათვის, რომ ქვეყნის ინტერესები დაეზიანებინა” - ირაკლი კობახიძე
გახარია დგამდა ნაბიჯებს, რასაც ქვეყნისთვის მოჰქონდა სერიოზული ზიანი, ვერ დავიჯერებ, რომ ამას გახარია აკეთებდა მხოლოდ სისულელით და არა დაკვეთების და დავალების შესაბამისად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის თქმით, გახარიას ჰქონდა დაკვეთა, განეხორციელებინა პროვოკაციები, იმისათვის, რომ ქვეყნის ინტერესები დაეზიანებინა.
„მე უფრო კომპლექსურად მინდა დაგანახვოთ გახარიას ქმედებები. ეს არ იყო მარტო იზოლირებული შემთხვევა, როდესაც მან რაღაც პროვოკაცია განახორციელა, რასაც მოჰყვა ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვანი ინტერესების დაზიანება. მანამდე იყო ბასიანის შემთხვევა, პანკისის შემთხვევა, უამრავი შემთხვევა, როდესაც გახარია დგამდა ნაბიჯებს, რასაც ქვეყნისთვის მოჰქონდა სერიოზული ზიანი. მე ვერ დავიჯერებ, რომ ამას გახარია აკეთებდა მხოლოდ სისულელით და არა დაკვეთების და დავალების შესაბამისად. გახარიას ჰქონდა მარტივი დაკვეთა, განეხორციელებინა პროვოკაციები, იმისათვის, რომ ქვეყნის ინტერესები დაეზიანებინა. ეს იყო მისი დავალებები, რასაც ის იღებდა გარედან, ვისგან, გასაგებია – ამ შემთხვევაშიც „დიფ სთეითისგან”. ჩვენი ერთ-ერთი გზავნილი საზოგადოების წინაშე არის ის, რომ დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს. ჩვენ მართულები არ ვიყავით, ანგარიშის გაწევა გვიწევდა „დიფ სთეითისთვის”. ასეთი მდგომარეობა იყო 2019 წელსაც, როდესაც „დიფ სთეითიდან” გაისმა ზარი. „დიფ სთეითში” ვგულისხმობთ რას – ეს იყო ოფიციალური თანამდებობის პირი, ეს არ იყო არაფორმალური თანამდებობის პირი. ეს იყო ოფიციალური თანამდებობის პირი, თუმცა, იმ მომენტში ის გამოხატავდა არა შესაბამისი სუბიექტის, არამედ „დიფ სთეითის” ინტერესებს. დღეს ჩვენ ასეთ კომპრომისებს არ ვუშვებთ “, – განაცხადა პრემიერმა.
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
