,,ვგეგმავთ, პირადად ვეწვიო დევნილთა თითოეულ დასახლებას და ადგილზე გავეცნოთ არსებულ საჭიროებებს"- გიორგი ჯინჭარაძე
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ზუგდიდში, ფაიფურისა და კომბინატის დასახლებებში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, მთავრობის თავმჯდომარემ დევნილთა განსახლების ადგილები მოინახულა და მოსახლეობას გაესაუბრა, ასევე პირადად გაეცნო კომპაქტურ ჩასახლებებში არსებულ საცხოვრებელ პირობებსა და უმთავრეს საჭიროებებს.
მთავრობის თავმჯდომარემ აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებს, აფხაზეთის მთავრობის მიმდინარე პროგრამები და სამომავლო გეგმები გააცნო.
გიორგი ჯინჭარაძემ აღნიშნა, რომ აფხაზეთის მთავრობა თავისი კომპეტენციის ფარგლებში ყველაფერს გააკეთებს რათა იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდეს და აფხაზეთში, საკუთარ სახლებში დაბრუნებამდე მათ ღირსეული საცხოვრებელი პირობები ჰქონდეთ.
„ჩემთვის უმნიშვნელოვანესია, დევნილი მოსახლეობასთან უშუალო კომუნიკაციაში ვიმყოფებოდეთ. სწორედ ამიტომ ვგეგმავთ პირადად ვეწვიოთ თითოეულ ასეთ დასახლებას და ადგილზე გავეცნოთ არსებულ საჭიროებებს.
ჩვენ გვაქვს ვალდებულება ვიდგეთ თითოეული დევნილის გვერდით, სანამ მათი საკუთარ სახლებში ღირსეული დაბრუნება არ გახდება შესაძლებელი“, – განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
