“დეზინფორმაციაა, თითქოს დამკვირვებლები არ იქნებიან ამ არჩევნებში, ეუთო/ოდირი, როგორც წესი, თვითმმართველობის არჩევნებში აქტიურად არ ერთვება” - გიორგი კახიანი
დეზინფორმაციაა, თითქოს, თვითმმართველობის არჩევნებს საერთაშორისო დამკვირვებლები არ დააკვირდებიან, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა გადაცემა „ღამის კურიერში“ განაცხადა.
მისივე თქმით, თვითმმართველობის არჩევნებს, ადგილობრივების გარდა, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებიც დააკვირდებიან, რაც შეეხება ეუთო/ოდირს, ისინი ადგილობრივ არჩევნებში აქტიურად არ ერთვებიან.
„დამკვირვებლებზე, რა თქმა უნდა, არ ვამბობთ უარს და უამრავი საერთაშორისო დამკვირვებელი ეყოლება ამ არჩევნებს, ამაში დარწმუნებული ვარ. არა მარტო საერთაშორისო, არამედ ქვეყნის შიგნით მყოფი დამკვირვებლებიც იქნებიან.
ოპოზიციის კრიტიკა შეიძლება ასე იყოს წარმოდგენილი, თითქოს, დამკვირვებლები არ იქნებიან ამ არჩევნებში. ეს, რა თქმა უნდა, დეზინფორმაციაა. დამკვირვებლები იქნებიან, სხვადასხვა სახელმწიფოს წარმომადგენლები, სახელმწიფოთაშორისი ორგანიზაციები, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები და ა.შ.
თუ საუბარია იმაზე, რომ მაინცდამაინც ეუთო/ოდირის წარმომადგენლობა რატომ არ იქნება – მივყვებით იმ პრაქტიკას, რომელიც არსებობს მსოფლიოში.
როდესაც საპარლამენტო არჩევნები ტარდება და როდესაც საპრეზიდენტო არჩევნები გვქონდა ეუთო/ოდირი ყოველთვის მონაწილეობდა და ამას უზრუნველვყოფდით, მაგრამ ზოგადი პრაქტიკა არის, რომ ეუთო/ ოდირი, როგორც წესი, თვითმმართველობის არჩევნებში აქტიურად არ ერთვება. ეს არ არის მათი პრიორიტეტული არჩევნები.
1995- წლიდან 2024 წლის ჩათვლით 286 შემთხვევა არის, როდესაც ეუთო/ოდირი საპარლამენტო არჩევნებს აკვირდებოდა და მხოლოდ 38 შემთხვევა არის, როდესაც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობდა. თავისთავად, ეს ციფრები მიუთითებს იმაზე, რომ ეს არ არის პრიორიტეტული არჩევნები ეუთო/ოდირისთვის“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
