“ბრიუსელში ამ საკითხს არ ჰყავს ბევრი მხარდამჭერი, თუმცა კვლავ გრძელდება მუშაობა იმისთვის, რომ ეს თემა გამოიყენონ ქართველი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” - მაკა ბოჭორიშვილი უვიზო მიმოსვლის საკითხზე

საქართველოს ყველაფერი აქვს გაკეთებული იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა; ბრიუსელში ამ საკითხს არ ჰყავს ბევრი მხარდამჭერი, თუმცა კვლავ გრძელდება მუშაობა იმისთვის, რომ ეს საკითხი გამოიყენონ ქართველი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ძალიან სამწუხაროა და ერთგვარად შეურაცხმყოფელია ქართველი ხალხისთვის ის შეფასებები, რაც მოვისმინეთ პოლონეთის მხრიდან.

 

„არასწორი და არასამართლიანია ასეთი შეფასება და უვიზო მიმოსვლასთან მსგავსი საკითხების დაკავშირება. საქართველოს ყველაფერი აქვს გაკეთებული იმისთვის, რომ ჩვენს საზოგადოებას, საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა. ისიც კარგად ვიცით, რომ ამ თემით ძალიან ხშირად სპეკულირებს ოპოზიცია და იბრძვის იმისთვის, რომ ბრიუსელში გამოიყენონ იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს შეუჩერონ უვიზო მიმოსვლა. ეს ერთგვარად კოორდინირებული მოქმედებებს უფრო ჰგავს პოლონეთის მხრიდან. ოპოზიციის ვიზიტი ბრიუსელში და მცდელობები, რომ უვიზო მიმოსვლა იყოს გამოყენებული ინსტრუმენტად საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ. ამაზე მუშაობს დიდი ხანია ოპოზიცია და თავის დროზე ეს არ გამოუვიდათ. ჩვენ ვიცით, რომ არ ჰყავს ამ საკითხს ბევრი მხარდამჭერი ბრიუსელში, თუმცა იმასაც ვხედავთ, რომ კვლავ გრძელდება მუშაობა იმისთვის, რომ ეს საკითხი გამოიყენონ ქართველი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ, მით უმეტეს, როდესაც ოპოზიციას არანაირი რესურსი აღარ აქვს ქვეყნის შიგნით. ეს არის ის საკითხები, რასაც იყენებენ საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ“,- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა გავრცელებულ ინფორმაციაზე, პოლონეთის მხრიდან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შეჩერების შესაძლო ინიცირებასთან დაკავშირებით.

წაკითხვა 285 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 12 2025
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.