“პოლონეთის პარლამენტში მოვისმინეთ მუქარა და შანტაჟი ქართველი ხალხის მიმართ, ქართველმა ხალხმა მხარი დაუჭირა ქვეყნის განვითარებას, მშვიდობას და ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას, ვინმეს მოსწონს თუ არა ეს არჩევანი, მას ყველამ პატივი უნდა სცეს” - პრემიერი
გუშინ ჩვენ, პოლონეთის პარლამენტში მოვისმინეთ რეალური მუქარა ქართველი ხალხის მიმართ, რაც, ბუნებრივია, არ აისახება ევროპული ბიუროკრატიის იმიჯზე დადებითად საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ბუდაპეშტში, ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ძალიან სამწუხარო და დასანანია.
„მე იმედი მაქვს, რომ მომავალში დამოკიდებულება შეიცვლება. არ შეიძლება ასე ემუქრებოდნენ ქართველ ხალხს იმის გამო, რომ ვიღაცებს არ მოსწონთ ქართველი ხალხის არჩევანი. ქართველმა ხალხმა გააკეთა თავისი არჩევანი შარშან, მან მხარი დაუჭირა ქვეყნის განვითარებას, ქვეყანაში მშვიდობას და საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. მოსწონს თუ არა ვინმეს ეს არჩევანი, ყველამ პატივი უნდა სცეს მას და აბსოლუტურად უადგილოა მუქარები ქართველი ხალხის მიმართ.
მე ვფიქრობ, რომ ეს არის შანტაჟი, რომელიც გათვლილია იმაზე, რომ პროცესები სხვა მიმართულებით განვითარდეს ქვეყანაში, თუმცა, რეალურად, ყველა ხედავს, რომ ასეთი შანტაჟი, რომელიც უკვე მრავალი წელია გრძელდება, არ მოქმედებს ქართველ ხალხზე. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ზოგადად, შანტაჟი შანტაჟად დარჩება, თუმცა ასეც და ისეც, ეს მუქარები არის ძალიან დასანანი და სამწუხარო”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
