რუსთაველის უწყვეტი პროტესტის მონაწილეებმა პოლიტიკურ პარტიებს პეტიციით მიმართეს
რუსთაველის უწყვეტი პროტესტის მონაწილეებმა პოლიტიკურ პარტიებს პეტიციით მიმართეს.
პეტიცია „დაიცავით პროტესტის ძალა – არ მიიღოთ მონაწილეობა ადგილობრივ არჩევნებში!“ მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს არაუგვიანეს 2025 წლის 20 ივნისისა მკაფიოდ და საბოლოოდ დააფიქსირონ უარი ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაზე და ამით დაიცვან პროტესტის ძალა და საზოგადოების მოლოდინი ცვლილებაზე; აჩვენონ, რომ ნამდვილად დგანან ხალხის გვერდით, და არ აპირებენ სისტემასთან თანაცხოვრებას.
პეტიცია რუსთაველის გამზირის უწყვეტი პროტესტის მონაწილეთა ხელმოწერებით პოლიტიკურ პარტიებს, კოალიციებს და მოძრაობებს დღეს დაეგზავნათ.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
